მედია · პოლიტიკა

მედია და პოლიტიკა


მედია მეოთხე ხელისუფლებააო თქვეს განვითარებულ დასავლეთში. საქართველოში კი დაამატეს – მედია იმ შემთხვევაშია მეოთხე ხელისუფლება, თუ მას შეუძლია საკუთარი, დამოუკიდებელი საინფორმაციო ნაკადის შექმნა, სხვა სუბიექტების ჩარევის გარეშე. თუ რომელი მოსაზრებაა სწორი, ამის განხილვისათვის საქართველოში საინტერესო გარემო გვხვდება. მედიისა და პოლიტიკის კავშირს, აქ შეგვიძლია 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დავაკვირდეთ. როცა იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი საკუთარი ტრიუმვირატით პრეზიდენტ შევარდნაძეს გაემიჯნა. მაშინ მედიასივრცეც იმის პროპორციულად გაიყო, რა ვითარებაც პოლიტიკურ ველზე იყო. ხელისუფლებამ პირველი არხი საკუთარ ლობისტად “მონათლა”, იგივე ფუნქციას ოპოზიციისთვის რუსთავი 2 ასრულებდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ სობიექტების მიერ როლების ცვლილების რეჟიმში სცენარი უცვლელი დარჩა. აქ სახელისუფლებო ტელევიზიების  როლი – “რუსთავი 2”-მა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეითავსეს, რომელთაც მოგვიანებით “იმედიც” შეემატა, ოპოზიციურ ფლანგზე კი თავის მხრივ “კავკასია” და “მაესტრო”რჩებოდნენ, რომლებიც სიხშირის სიძლავრით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ კონკურენტებს.


2012 წლის დასაწყისში ე.წ ოპოზიციურ არხებს “მეცხრე არხიც” შეურთდა. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ტელე მედიის დაყოფის დაკვირვებას პოლიტიკურ წრეებში. თუმცა პრინციპულად საინტერესოა, საზოგადოების მიერ არხების “ნაციონალურ” და “ოპოზიციურ” პაკეტებად გაერთიანების მიზეზების ძიება.

საინტერესოა, საკითხის ორი მხრიდან განხილვა: როგორც პოლიტიკის დამოკიდებულება მედიისადმი, ისე მედიის დამოკიდებულება პოლიტიკისადმი. რადგან ორივე ცალკეულ შემთხვევაში მნიშვნელოვან დეტალებს ვაწყდებით, რის გამოც წლების განმავლობაში იქმნებოდა საზოგადოებრივი ამინდი.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში თითქმის სრული ანშლაგით მოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა სუპერსახელმწიფოებრივი მოდელის შექმნა დაიწყო, ეს იყო ახალი სისტემის შექმნა, რომელიც ცენტრალიზებული უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, სისტემის ცენტრალიზაციის იდეაში მოხვდა მედია-საზოგადოებაც. რომელიც წელში გამართვის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ საკუთარ ირიბ და ზოგჯერ პირდაპირ მფლობელობაში მოაქცია.
სამწუხაროდ, მედიასაშუალებების ხელიდან ხელში გადასვლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო, ის მხოლოდ ახლა ვრცელდება, როცა ხელისუფლება შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ე.წ სამთავრობო ტელევიზიებს, რომლებზეც ზევითაც ვსაუბრობ, წლების წინ სულ სხვა მფლობელები ყავდათ, რომელთაც შემდეგ საკუთარი წილების დათმობა მოუწიათ და საბოლოოდ ისეთი სქემები შეიქმნა, რომლის მიხედვითაც მთელი მედია მენეჯმენტის საქმემ ერთი ჯგუფის ხელში მოიყარა თავი. (წყარო) დღეს კომპანიების ყოფილი მფლობელები კუთვნილი ტელეკომპანიების დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებენ. (წყარო)

აღსანიშნავია, მედიასაშუალებების დამოკიდებულება პოლიტიკისადმი. ამის მაგალითია ქართული მედია ბაზრის მიმოხილვა, სადაც მედიასაშუალებების 90% დოტაციური პრინციპით არსებობს. (წყარო) ამავე დროს საინტერესოა ისიც, რომ მედია საშუალებას ხშირად ეპატრონებოდნენ პოლიტიკაში ჩართული პირები: ტელე იმედი – გიორგი არველაძე, რომელიც წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის სახე იყო, ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. (წყარო) რუსთავი 2 – დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტარი ნაციონალური მოძრაობის წევრი (წყარო). 

თუმცა, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებამ საზოგადოების მხრიდან ცვლილებების სურვილის მკვეთრდი ზრდა გამოიწვია. ამის ნათელი მაგალითია, ჯერ კიდევ დამტკიცების რეჟიმში მყოფი მთავრობის პირობებში მომხდარი გარდაქმნების კონტურები, როცა სხვადასხვა კომპანიების მფლობელები, ბიზნესების ძალადობით ჩამორთმევაზე ალაპარაკდნენ და მის დაბრუნებაზე დაიწყეს ფიქრი. მომავალში ეს შეიძლება მნიშვნელოვანი სიგნალი აღმოჩნდეს პოლიტიკური ელიტისთვის, რომ აღარასოდეს მოუნდეს ვინმეს მედიის საქმიანობაში ჩარევა და მისი მონოპოლიზაცია.

Advertisements

One thought on “მედია და პოლიტიკა

  1. საინტერესო სტატიაა. ინტერნეტის გავრცელების კვალობაზე, სოციალური ქსელებით ინფორმაციის გაცვლისა და გავრცელების საშუალება მონოპოლიზაციის მცდელობებს უაზროს გახდის. მედიის “ობიექტურობისა” არ მჯერა, მაგრამ ტელევიზიების მრავალფეროვნებადა სიჭრელე ჯობია “Время”-დ ქცეული “კურიერისა” და “ქრონიკის” გამოშვებების ყურებას.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s