თსუ

სახალხო დამცველობის კანდიდატები თსუში


დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახალხო დამცველობის კანდიდატები სტუმრობდნენ. შეხვედრა ჩემი იდეითა და socium.ge-ს ხელმძღვანელების ორგანიზებით გაიმართა 115-ე აუდიტორიაში. დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლია მუხაშავრია 2 საათის განმავლობაში სტუდენტთა შეკითხვებს პასუხობდნენ. 

შეხვედრაზე მწვავე დისკუსიაში გადაიზარდა ლგბტ საზოგადოების შესახებ საუბარი, სადაც კანდიდატთა აზრი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაგალითად ლორთქიფანიძის აზრით, მიუღებელი იყო ერთსქესიანთა ქორწინება და ამას ისტორიულ-კულტურული ასპექტებით ხსნიდა, იგივე აზრი ჰქონდა ნიკოლეიშვილსაც, თუმცა მიუხედავად ამისა იგი ამბობდა, რომ სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებაც, ისეთივე თავისუფალი იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანის. მუხაშავრიას აზრით კი მას საწინააღმდეგო არ ჰქონდა ერთსქესიანთა ქორწინებისა, თუმცა მისი თქმით, ამ საკითხს სახალხო დამცველი არ წყვეტს და შესაბამისად ნაკლებად ვარაუდობდა აღნიშნულის აქტუალიზაციას.

შეხვედრა ძირითადათ სექსუალურ უმცირესობებზე საუბრით წარიმართა. ჩემდა სამწუხაროდ ნაკლებად ახსენეს შრომის კოდექსი, სასამართლოს უფლება და ა.შ თუმცა კანდიდატებზე მეტად, სტუდენტებზე ვარ გულდაწყვეტილი. მე კითხვა არ დამისვამს, რადგან შეხვედრის წამყვანის როლში ვიყავი. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია, იყო სტუდენტების როლი პოლიტიკურ პროცესებში. ომბუდსმენობის კანდიდატებმა ხაზი გაუსვეს სტუდენტური მოძრაობის მნიშვნელობას არჩევნების დემოკრატულად წარმართვის პროცესში:

„როდესაც გავიგე, რომ სტუდენტები გამოვიდნენ პატიმრების დასაცავად, მაშინ არ ვიმყოფებოდი თბილისში, თუმცა ვიფიქრე, რომ სწორედ ეს იყო გამარჯვება, რომ სწორედ ახლა გაიმარჯვებდა სამართლიანობა და დემოკრატია.“ განაცხადა ლია მუხაშავრიამ. 

საერთო ჯამში, ვფიქრობ შეხვედრის მიზანმა გაამართლა, ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა, უფრო სწორად, სტუდენტების ამ ნაწილისთვის საინტერესო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მართლა რაღაც შეიცვალა. ეს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების მცდელობაა, ძალიან მინდა რომ ეს გაგრძელდეს…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s