პოლიტიკა

ამერიკული არჩევნების ანატომია


ამერიკულ არჩევნებს, ალბათ ისტორიაში არასოდეს აკლდა ყურადღება. დღე, როდესაც რესპუბლიკელთა და დემოკრატთა რჩეული ერთმანეთს უპირისპირდებოდა, მსოფლიოში განხილვის მთავარი საგანი იყო. პოლიტოლოგები ბევრს საუბრობდნენ ამერიკულ არჩევნებზე და მსოფლიო პოლიტიკის ანალიზისას ხშირად დამოკიდებულნი ხდებოდნენ ამ მოვლენაზე. მაგრამ ეს ყველაფერი ბევრად უფრო აქტუალური გახდა 2012 წელს. ალბათ, იმიტომ რომ მსოფლიო ბიპოლარული სისტემიდან, უნიპოლარულ საერთაშორისო წყობაზე გადავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ერთი სუპერსახელმწიფო გაბატონდა, მარტივი სიტყვებით ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს პოლიტიკური პირამიდის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები მოექცა. ზესახელმწიფო, რომელიც საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური რესურსებით შესაძლოა, დასავლეთ ევროპის რამდენიმე განვითარებული ქვეყანაზე მაღლა დგას.

უილარდ მით რომნი 1947 წლის 12 მარტს მიჩიგანში, ქალაქ დეტროიტში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა.მამა, ჯორჯ რომნი, საავტომობილო კორპორაცია ,,ამერიკანმოტორსის” გენერალური დირექტორი იყო. როცა მითს 15 წელი შეუსრულდა, რომნი-უფროსი მიჩიგანის გუბერნატორი გახდა და ამ თანამდებობაზე, შემდეგ კიდევ ორჯერ აირჩიეს. მითი პოლიტიკით მაშინ დაინტერესდა.
აქტიურად მონაწილეობდა მამის სამივე საარჩევნო კამპანიაში. მოგვიანებით, ჯორჯ ნიქსონის ადმინისტრაციაშიმშენებლობისა და ქალაქის განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მამით და მისი საქმიანობით აღფრთოვანებული მითი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: ,,მამა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო… მე მისი მხოლოდ უმნიშვნელო ჩრდილი ვარ!” სკოლის დამთავრების შემდეგ რომნი-უმცროსმა სტენფორდის სასწავლებელიდაამთავრა.რომნიმ არნახულად წარმატებული ბიზნესკარიერა ჰარვარდის დასრულების შემდეგ დაიწყო. შემდეგ პოლიტიკაში წავიდა, ჯერ კიდევ შუახნის რომნიმ პირველი არჩევნები სენატისთვის წააგო, დათმო საპრეზიდენტო პრაიმერიც, თუმცა 2011 წლიდან მან ფლორიდიდან დაიწყო რესპუბლიკელთა პრაიმერიში წარმატების მიღწევა და საბოლოოდ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე გახდა

მით რომნი მორმონია, ქრისტიანული ოჯახისა და 5 ვაჟის მამა.

ამერიკული არჩევნების მეორე აქტორი ბარაქ ჰუსეინ ობამაა. იგი 1961 წლის 4 აგვისტოს ჰავაიზე დაიბადა. ბარაკის მამა კენიელი მუსლიმანი მწყემსი იყო, რომელიც შემდეგ ათეისტი გახდა. ობამა ჯერ კიდევ 2 წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ. უმაღლესი სკლოლის დამთავრების შემდეგ ობამა სწავლობდა ლოს ანჯელესის კოლეჯში 2 წლის განმავლობაში, საიდანაც გადავიდა ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში და დაამთავრა 1983 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათა ხარისხით. მას მეუღლე და 2 ქალიშვილი ჰყავს. დიდი რეზონანსი მოყვა მის საპრეზიდენტო კამპანიას 2008 წელს, რადგან ამერიკის ისტორიაში პირველი პრეცედენტი იყო, როცა ფერადკანიანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისი კონკურენტი, ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ მაკკეინი იყო.

არჩევნებს რამდენიმეთვიანი საკმაოდ დაძაბული კამპანია უძღოდა წინ, სადაც 1-3%იანი სხვაობით, ლიდერობას კანდიდატები ერთმანეთს უცვლიდნენ. გაიმართა 3 დებატებიც, სადაც ასევე რიგმონაცვლეობით მოიპოვეს გამარჯვება რომნიმ და ობამამ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, ტროპიკული შტორმი “სენდი” დაატყდა თავს, პოლიტოლოგების აზრით, ამას შესაძლოა მნიშვნელოვნად შეეცვალა სურათი ნიუ-იორკში, სადა 4 მლნ-ზე მეტი ამომრჩეველი აძლევდა ხმას.


უკანასკნელი ეგზიტპოლით ობამა კონკურენტს 1%-ით უსწრებდა, დაახლოებით ეს შედეგი დაფიქსირდა არჩევნებშიც და 44-ე პრეზიდენტად მეორე ვადით ბარაკ ობამა აირჩიეს. თუმცა აშშ-ში გადამწყვეტი მაინც საარჩევნო კოლეეგის ხმებია, სადაც 270 ხმაა საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად, ხმები კი შტატების სიდიდეზეა დამოკიდებული, აქ რომნი 206-303ის წინააღმდეგ დამარცხდა მოქმედ პრეზიდენტთან. დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს სენატშიც, სადაც 55 მანდატით გაიმარჯვეს 45-ის წინააღმდეგ. თუმცა კონგრესში უმრავლესობა ამჯერად რესპუბლიკელებს ერგოთ, 193 მანდატის საპირწონედ მათ 242 მანდატით გაიმარჯვეს.

საინტერესოა უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნების სტატისტიკაც.

არჩევნების ბედი ფაქტობრივად დასავლეთისა და აღმოსავლეთის შტატებმა გადაწყვიტეს, სადაც დიდი უპირატესობით მოიგო მოქმედმა პრეზიდენტმა, ხოლო ცენტრალურმა და ჩრდილოეთ ამერიკამ რომნი აირჩია. ფლორიდის შტატში კი ნახევარი პროცენტით სააგეს რესპუბლიკელებმა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ოლქები კალიფორნია და ნიუ იორკი ობამამ ხმათა 60% მოიპოვა. რესპუბლიკელებმა დათმეს ილინოისი და ჩიკაგოც.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უკვე მეორედ რესპუბლიკელთა “სახელიანმა” კანდიდატმა დემოკრატთა ფერადკანიან კანდიდატთან წააგო. თან წააგო დიდი ქალაქები, განვითარებული პოლიტიკური და ბიზნეს პოლისები. თუ ეგზიტპოლებსაც გადავავლებთ თვალს, რესპუბლიკელები საკმაოდ არაპოპულარულები არიან 30 წლამდე ახალგაზრდებში. ნიშნავს თუ არა ეს, რესპუბლიკელთა ფიასკოს დაწყების ტენდენციას, ამას დრო გვიჩვენებს და ობამას მომავალი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები. მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი იდეოლოგიური განხეთქილებაა, რადგან მოსახლეობის თითქმის ნახევარმა 2 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ კანდიდატს დაუჭირეს მხარი.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s