თსუ · კომუნიკაცია · მედია · ჩემი სტატიები

პროფესია – რეპორტიორი


                                   

                           

ახალი ამბების შექმნა ხელოვნებაა. რის გამოც მის შემქმნელებს, არც თუ უსამართლოდ, დასავლეთში მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ. ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიფების ეპოქაში. ინფორმაციული ნაკადების შექმნა და მართვა, სრულიად სამართლიანად შეიძლება დავუკავშიროთ გარკვეული ძალაუფლების ფლობას. მსხვილი მედია კომპანიები, რომლებიც დამოუკიდებელი ორგანიზაციების სახით გვევლინებიან, განსაზღვრავენ, ვინ, რა და როგორ უნდა გაშუქდეს. მათზეა დამოკიდებული ინფორმაციის მიღება, დამუშავება და საჭირო ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება. ეს ყველაფერი განსაზღვრავს, პუბლიკის მიერ ამ ინფორმაციის მიღებას, აღქმასა და სამომავლო უკურეაქციასაც. როგორც ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა თქვა: “რომ არა ჟურნალისტების რუტინული სამუშაო, პოლიტიკოსები არ იარსებებდნენ, რადგან მათ შესახებ საკუთარი კარის მეზობლებიც ვერ გაიგებდნენ.

ამ პროცესის მთავარი შემოქმედი რეპორტიორია. იგი შემთხვევის ადგილზე პირველი მიდის, მოვლენასა და ფაქტებს აღიქვამს, თვითმხილველებსა და ამბის მონაწილეებს ესაუბრება და ახალი ამბის ინტერპრეტირებას ახდენს. ეს ყველაფერი ერთ კადრში ახალი ამბების შექმნის საველე სამუშაოა. იგი დიდწილად ასახავს ამბის საბოლოო ვარიანტის ობიექტურობის ხარისხსაც, რადგან სწორედ ჟურნალისტის კორპორატიულ პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ დონეზეა დამოკიდებული კონკრეტული ამბის მაყურებლამდე ან მკითხველამდე ობიექტურად მიტანა.

პროფესიონალი რეპორტიორი ახალი ამბის “კეთების” პროცესში სამ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს ითვალისწინებს. პირველ რიგში, ის სიტუაციაში საუკეთესოდ გარკვევისთვის, საკუთარ თავს მოვლენის თანამონაწილედ აღიქვამს, ეს მას სხვა აქტორების ქმედებების განსაზღვრასა და ანალიზში ეხმარება. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაციის, თანმიმდევრული და ფაქტების სახით დალაგებაა. რეპორტიორმა საკუთარი თავი მაყურებლის, ანუ ინფორმაციის მიმღების ადგილასაც უნდა წარმოიდგინოს. ეს მას საშუალებას მისცემს გაიაზროს მის მიერ ფორმულირებული ახალი ამბავი არის თუ არა ყველა მიმღებისთვის ადვილად აღქმადი. რადგან ახალი ამბის მთავარი დანიშნულება მიმღებამდე ისე მისვლაა, რომ გადაცემული ინფორმაციის შინაარსი ადეკვატურად იქნას აღქმული.
ახალი ტექნოლოგიები, რეპორტიორს საშუალებას აძლევს, ახალი ამბების შექმნა უფრო მოქნილი და სწრაფი გახადონ. სწორედ ამ პრინციპით მუშაობენ, მსოფლიოში ცნობილი საინფორმაციო სააგენტოები. მათი რეპორტიორები, მსოფლიოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან წერტილში გახსნილ ბიუროში, დღე და ღამ მუშაობენ, რომ ინფორმაცია სწრაფად და ხარისხიანად მიაწოდონ საზოგადოებას.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s