ჩემი სტატიები

დღევანდელი დღე


სანამ დღევანდელ დღეზე საუბარს დავიწყებდე, ალბათ ჯობია წარსული გავიხსენო. რომელმაც ეს დღე შექმნა და მეც აქამდე მომიყვანა.

ეხლა ვფიქრობ, რამდენი წინააღმდეგობაა ცხოვრებაში.. რომელიც მხოლოდ შენ იცი, შენ გეხება.. ბევრი ძალიან ცუდი ადამიანია გარშემო, ბოროტი, შურიანი, მზაკვარი…(ეს სიტყვა ძალიან მიყვარს)

მაგრამ ბოლოს ვხვდები, რომ ჩემს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩემს ვალდებულებებს – მათ შორის წინააღმდეგობების დაძლევას არავინ აიღებს თავის თავზე. ამის მიხვედრა მგონი უკვე პროგრესია.

არვიცი, რით გავახარო საკუთარი თავი?!

დღეს ბევრი არც არაფერი მაქვს მატერიალური, რომ სხვისგან გამორჩეული ვიყო. თუმცა მიხარია ის, რომ როცა 3-4 თვის წინანდელ ჩემს ნაბიჯებს დღეს ანალიზს ვუკეთებ, ვხვდები რომ რაღაცეებს სწორად ვუყურებ. იმასაც ვხედავ, შემიძლია ვიპოვო და მივაკითხო ადამიანებს, ვინც საჭირო დროს შეცდომებზე მიმითითებენ და სწორ გზას მირჩევენ. ეს ადამიანები(ასეთი რამდენიმეა) ჩემთვის ნებისმიერ მატერიალურ სიმდიდრეზე ბევრად ძვირადღირებულნი არიან. ესეც პროგრესი მგონია. აშკარად ვიზრდები…
მე ცხოვრებაში არასოდეს უნდა ვთქვა – “არასოდეს”, ამაში მიმდინარე წელს ყველაზე მეტად დავრწმუნდი. როცა ჯერ კიდევ ახალგამომცხვარი სტუდენტი პოლიტიკურ ბატალიებში ჩავები. არვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზება ვისწავლე, მეორე მიზეზი, კი იმ ადამიანებთან შეხვედრაა, რომლებმაც ეს მასწავლეს. ძნელია ყველა მათგანზე საუბარი და უადგილოდაც მიმაჩნია მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ეს დრო, ამ ხალხთან ერთად, რომელთა მიმართ მადლიერებაც არასოდეს გაქრება.
ერთი უცნაურობა დამჩემდა. ყოველი გოგო, რომელიც ცხოვრებაში ოდნავ სერიოზულად მომწონდა, რაღაცის ასოციაციას ტოვებდა ჩემში. ასე მაგალითად: არსებობს ერთი სიმღერა, რომელიც მხოლოდ 1 გოგოს მახსენებს, ასევე მეორე სიმღერაც ასე, სხვა გოგოს. არსებობს მაკდონალდსში რამდენიმე ადგილი, როცა შევდივარ, სულ იქით ვიხედები ხოლმე – ესეც ვიღაცასთან არის დაკავშირებული. კიდევ სხვას მახსენებს მაგ: ბროსეს ქუჩის დაღმართი. კიდევ ერთია, გლდანში კორპუსებს შორის შეწეული ადგილი. პუშკინის სკვერში 1 სკამი, როცა ჩავივლი, სულ ის მახსენდება. მელიქიშვილზე “ორი ლულა” რომ არის, იქაც 1 მაგიდა. ჭავჭავაძეზე თსუს კორპუსებს შორის მანძილიც ვიღაცას მახსენებს, მეორე კორპუსში 048 აუდიტორიის უკანა რამდენიმე მაგიდაც.. მოკლედ კიდევ რამდენიმე ასეთი..

საერთოდ როცა ვინმეზე წარსულში ვფიქრობ, და მეხსიერება მასთან დამაკავშირებელს წარსულში ეძებს, ეს ძალიან ცუდია, რადგან ამ დროს, ის ადამიანი და მე ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ზოგჯერ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაც კი მაქვს, ხოლმე… ეს მაშინ, როცა არვიცი ამ გოგოზე როგორ ვიფიქრო. ერთია თუ ვინმეს წარსულში გავუშვებ, მისი დაბრუნება აღარასოდეს ხდება!

ფაქტია, როცა იმ რაღაც ასოციაციასთან ახლოს ვარ, კონკრეტულ გოგოსთან არსებული ისტორია ზუსტად აისახება ჩემს სახეზე.. მაგ: თვალების დახრა, ოდნავი ღიმილი და თავის გაქნევა, პირის გაღება და ამოსუნთქვა.. 

მოკლედ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ თურმე ვისზეც სერიოზულად მიფიქრია, არავინ დამვიწყებია დღემდე და სანამ ცოცხალი ვარ ალბათ არც დამავიწყდება…

Advertisements

2 thoughts on “დღევანდელი დღე

  1. სულაც არ არის ცუდი თუ წარსული გახსენდება. მერე რა თუ დრო და მანძილი გაშორებს ვინმესთან? თუ შენთვის ის გრძნობა არ შეცვლილა დრო და მანძილი ვერაფერს დაგაკლებს მაგრამ თუ გრძნებები შეგეცვალა მაშინ მხოლოდ მოგონებებიღა დაგრჩება და ამაზე დარდი არც ღირს.ეს ასეც უნდა იყოს. “გრძნობები იცვლება, მოგონებები რჩება.”

    Like

  2. gio es tavistavad xdeba tu namdvilad giyvars tu shen gulis tundac patara adgili ukavia iqidan arasdros amodis arasdros iq chaileqeba guli xom klitea nu piradad me ase vpiqrob

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s