პოლიტიკა

ხელისუფლებისა და ხალხის პასუხისმგებლობა



უკვე ერთი თვე გავიდა, რაც არჩევნებში გამარჯვებულმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა შეკრიბა და ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება დაიწყეს. საქმე ისაა, რომ ეს პროცესია, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო და დასრულებამდე კიდევ არაერთი თვე დარჩა.

ზოგადათ ამ პროცესზე საუბარი უმჯობესია “პირველი ოქტომბრის მოვლენის” არსის ახსნით დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, საჯარო მანიპულაციებისთვის აქტიურად იყენებენ ისტორიას, ალბათ ოქტომბრის მოვლენის ახსნისას შეუძლებელია ისტორიულ ფაქტზე არ ვისაუბრო. 2 წლის რამდენ ჩვენგანს წარმოედგინა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა შესაძლებელი იყო? ალბათ ძალიან ცოტას. საქმე ის არის, რომ ამას არც ყოფილი ხელისუფლება ფიქრობდა. მაგრამ ფაქტია რომ 1 წლიანი პროცესების შემდეგ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა მოხდა.

ივანიშვილის გუნდისადმი მაღალ საზოგადოებრივ ნდობას, ერთის მხრივ მისი პერსონის უნიკალურობა, მეორე მხრივ კი, კოალიციის წინასაარჩენო დაპირებები განაპირობებდა. ბუნებრივია, 9 წლიანი ნაციონალური მმართველობის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ მთლიანად დაფუძნებული იყო, ძალადობასა და ტერორზე, საზოგადოებას ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა მყისიერი ცვლილებების დაწყების. აქ იგულსხმება, არამარტო დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და ქვეყანაში მინიმალური სამართლებრივი ნორმების დაბრუნება, არამედ ყველაზე მთავარი მოთხოვნა იყო, მძიმე სოციალური ფონისგან თავის დახწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. ძალიან მარტივი შეფასებით, აქ არაფერია განსაკუთრებული. ქვეყანა სადაც, მოსახლეობის 25% სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, ზოგადათ მძიმე სოციალურ პირობების მქონე ხალხის სამშობლოა. შესაბამისად ახალ ხელისუფლებასაც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა.

9 წელია ქართული ეკონომიკა, თუ რა თქმა უნდა ამას ეკონომიკას დავარქმევთ, ძირითადათ საგარეო ვალებითა და კატასტროფულად მაღალი გადასახადებით ივსებოდა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი უარს ამბობენ წინამორმედების საქციელის გამეორებაზე და ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყება, რასაც გადასახადების შემცირება მოყვება. ერთი შეხედვით ძალიან კარგი დაპირებაა, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილი უდიდესი მოლოდინებით აღავსო.(თუ რატომ ამის მიზეზი ზევითაც დავწერე) მაგრამ გადასახადების შემცირება და საარჩევნო დაპირებების შესრულება, ასე ადვილი არ არის. სულ მინიმუმ იმიტომ, რომ მომდევნო წლის თებერვლამდე ძალაში ჯერ კიდევ “ნაციონალური ბიუჯეტია” რომელიც მეოცნებეებს დახვდათ და ის იმასაც ვერ არკვევს, ხაზინაში 2 მილიარდია თუ 200 მილიონი.

სწორედ ამ მიზეზთა ერთობლიობამ განაპირობა, ის რეალობა, რომელიც საკმაოდ ხმაურით მიიღო საზოგადოების ნაწილმა. ეს კარგად ჩანს სოციალურ მედიაშიც. სადაც საზოგადოება, თითქოს უარყოფითად შეხვდა იმას, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებიდან ერთი თვის თავზე არ განახევრებულა გადასახადები, არ გაორმაგებულა პენსიები და ა.შ არვიცი ეს რისი ბრალია, ალბათ მაინც იმ დიდი მოლოდინების, რაც 9 წლიანმა ყოფამ გამოიწვია, მაგრამ დასაფიქრებელია ისიც, რომ ივანიშვილის მთავრობას ხალხის ნაწილის, ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა გარკვეული დისკომფორტიც კი შეუქმნას. ვფიქრობ, ეს მათ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, რომ მუშაობის პროცესი უფრო ეფექტური და გამჭირვალე გახადოს. ამავდროუად პასუხისმგებლობის ნაწილი ხალხზეც დიდათ არის დამოკიდებული, რადგან მათი მხირდან გასათვალისწინებელია ის რეალობა, რაც დღევანდელი მთავრობის დამტკიცებამ დაამკვიდრა.

Advertisements

2 thoughts on “ხელისუფლებისა და ხალხის პასუხისმგებლობა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s