პოლიტიკა

ვახშამი პრემიერთან და ყავა პრეზიდენტთან


480053_449568548438017_1424237423_n

არჩევნები დასრულდა. არვიცი რამდენად მოსალოდნელი იყო, მაგრამ პარლამენტისა და მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ 2 პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებამ ამჯერად საქართველოს საზღვრებს გარეთ, ცნობილილი გაზეთების ფურცლებსა და დასავლურ ლობისტურ ჯგუფებში გადაინაცვლა. ლობისტური “ომების” ისტორია ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით იწყება. მას შემდეგ, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არაერთი სტატია თუ სარედაქციო სვეტი გამოქვეყნებულა დასავლურ მედიაში, რომელიც შემდგომში ლობისტების გავლენას დაუკავშირეს.

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ცნობილ გაზეთებში დაწერილი სტატიები ძირითადათ დასავლურ პოლიტიკურ წრეებსა და ადგილობრივ სარეკლამო საშუალებებში, დიდი აქტუალობით სარგებლობდა. არჩევნების შემდეგაც არაერთი სტატია დაწერია, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების კრახსა და ახალი ხელისუფლების მოსვლაზე წერდა.

ახალ ხელისუფლებას ქვეყანაში წარმატებული მემკვიდრეობა ნამდვილად არ დახვედრია, ამას არაერთი საბოტაჟის მცდელობის ფაქტებიც ადასტურებდა. მაღალი მოლოდინებისს არსებობის ფონზე, ნაციონალურმა მოძრაობამ ისარგებლა მთავრობის შესუსტებულო დასავლური ლობით, როგორც ამას მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ და დასავლურ მედიაში საკუთარი ინტერესების დამცველი პუბლიკაციები გააჟღერა. მიუხედავად იმისა, რომ მავანნი ხელისუფლებიდან ამ ფაქტს დასავლეთის მხრიდან, ახალი ხელისუფლებისადმი ნორმალურ დამოკიდებუბად აღიქვამენ, მაგრამ არსებობს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც დასავლური მედიის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის უკან, დასავლური პოლიტიკური წრეების მიერ ახალი დამოკიდებულებების გაჩენაზე საუბრობენ. 

რამდენიმე დღის წინ თბილისს ჯორჯ სოროსი ეწვია. საქართველოში იგი “თავისუფლების ინსტიტუტთან” ასოცირდება. ამ ორგანიზაციას კი თავის მხრივ, არც თუ უსამართლოდ,  ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებენ. რადგან “თავისუფლების ინსტიტუტის” არაერთი წევრი ამ პარტიის სათავეში მოექცა. ამ მიზეზის გამო, შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ სოროსის თბილისური ვოიაჟი ოპოზიციის მხარდამჭერი სვლა ყოფილიყო, ამ მოსაზრებაზე აქტიურად საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. არვიცი რამდენად საფუძვლიანი იყო ეს ვარაუდი, მაგრამ თბილისში ჩამოსულმა ფინანსისტმა, რომელსაც მავანი მომავალ დამფინანსებლადა და მხარდამჭერად აღიქვამდა, პირველ რიგში ქვეყნის პრემიერს შეხვდა, რომელთანაც ხანგრძლივი დახურული შეხვედრა გამართა. პრეზიდენტთან კი, მხოლოდ ფინჯანი ყავის დალევას დასჯედა, ისიც არა მის რეზიდენციაში, არამედ იუსტიციის სახლში. ფაქტია, აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს ახალ მთავრობასა და დასავლურ პოლიტიკურ წრეებს შორის არსებულ ურთიერთობებში.

7c6a704617d5b34

Advertisements

One thought on “ვახშამი პრემიერთან და ყავა პრეზიდენტთან

  1. გეთანხმები გიორგი, მართლაც საინტერესო იყო ჯორჯ სოროსის ვიზიტი საქართველოში. დიდ ინტერესს იწვევს, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს და იმსჯელეს პრემიერმა და სოროსმა დახურულ კარს მიღმა, ასევე კითხვის ქვეშ დგას ჯორჯ სოროსის შეხვედრა ნაციონალების ლიდერთან, რომელსაც ლომის წვლილი და დამსახურება აქვს ნაციონალების წინა ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ძალიან ბევრი სავარაუდო პასუხი და არგუმენტი არსებობს ამ ამოუცნობ ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტ პასუხს ძალიან მალე ქვეყნის შიგნით და გარეთ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები გასცემს უტყუარ პასუხს.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s