კომუნიკაცია · მედია · პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ფერმები და ტელევიზიები


IMG_0226

არჩევნების შემდეგ ქართულ მედიასივრცეში გავლენებისა და აქტივების გადანაწილების ახალი ეტაპი დაიწყო. ეს ერთის მხრივ, სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მოსვლის დღიდან, ძველი ხელისუფლება მედიას ერთმნიშვნელოვნად, პროპაგანდის მიზნით გამოყენებას შეეცადა და პრინციპში, 9 წლიანი მმართველობის შედეგად მიღებული გამოცდილების შემდეგ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამას მიაღწია კიდეც. რაშია გამოიხატება ეს? აქ პასუხი ძალიან მარტივია – მკაცრად პოლარიზებულ საზოგადოების არსებობაში.  ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში მოქცეული მედიასაშუალებების დიდი ნაწილი აქტიურად გამოიყურებოდა ამავე გუნდის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლადა და საზოგადოების ფართო ფენებში სასურველი აზრისა და იდეოლოგიის გასავრცელებლად. ამ მიზეზთა გამო, სრულიად ბუნებრივია, რომ ახალი ხელისუფლება მედიასივრცეში ვითარების დალაგებისკენ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა.

zab4e

ბევრ იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც დღეს მედია ობიექტების სათავეებთან არიან, მე არც საკმარისი კომპეტენცია მაქვს ამ სფეროში და გამოცდილებითაც ჩამოვრჩები ზოგიერთს. თუმცა, რადგან ვწერ, ვეცდები სრულიად ღიად და გარკვევით გადმოვცე ჩემი აზრები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.


საუბარს იმ მედიასაშუალებების მიმოხილვით დავიწყებ, რომელიც დღეს ბაზარზეა, ან მომავალში შეიძლება გამოჩდნენ.

22242_8735_1021

ტელეკომპანია, რომელიც ეთერში ექსკლუზიურად 30 აპრილს გავიდა, მე ვფიქრობ ძალიან მალევე ჩამოყალიბდა ბრენდათ. არხის 100%-იანი წილის მფლობელი კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე – ეკატერინე ხვედელიძეა. ჩემი აზრით სწორედ ეს გახდა ამ ტელევიზიის, ძალიან მოკლე დროში ბრენდათ ქცევის უმთავრესი მიზეზი. რა თქმა უნდა ეს, ასევე დაკავშირებული იყო არხის ეთერში პოპულარული ჟურნალისტების თავმოყრასთანაც. მიუხედავად ამ უპირეტესობისა მეცხრემ მაინც ვერ შეძლო ბოლომდე ჩამოყალიბება, რაც პირდაპირ კონკურენტთან არსებით მდგომარეობას გულისხმობდა. ამ არხის შექმნის მომენტში, გაცილებით მცირე რესურსითა და იგივე გავრცელების მასშტაბით არსებობდა “მაესტროც”. რამდენიმე თვის შემდეგ, მეცხრეში განხორციელებული დიდი ინვესტიციებისა და სიახლეების მიუხედავად აღმოჩნდა, რომ მაესტროს გადაცემები ხალხში ბევრად უფრო პოპულარული და ყურებადი იყო.
სიმართლე გითხრათ, როგორც მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოლოდინშია, ძალიან გამიხარდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას როგორ პოლიტიკოსსა და პრემიერს არ სურდა მედიაკომპანია მფლობელობაში ჰქონოდა. ეს ქმნის პრეცედენტს, რომ წარსული აღარ განმეორდეს და მასმედია პოლიტიკური მიზნებისთვის აღარ იქნეს გამოყენებული, ყოველშემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან.

ცოტა ხნის წინ, მეცხრე არხზე ადმინისტრაცია შეიცვალა. რასაც დიდი რეზონანსი მოყვა. არხი დატოვა ათმა ცნობილმა ჟურნალისტმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. ისინი არხზე ახალი ხელისუფლების მოსვლით დამოუკიდელი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საშიშროებას ხედავდნენ.

timthumb

საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9” – უდავოდ წარმატებული პროექტი, რომელმაც ალბათ მედიებს შორის, ყველაზე დიდი როლი ითამაშა წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო მედიაზეწოლის წინააღმდეგ. ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ თავს მედიაექსპერტებს უწოდებს, ამბობს რომ ინფო-ს ჟურნალისტები გმირები იყვნენ, ისინი არჩევნების დროს კონკრეტულ მხარეს წარმოადგენდნენ და ამ პოზიციიდან “იბრძოდნენ”. არავინ უარყოფს, რომ ინფო-ს კამერებმა გადაიღეს ის, რაც 9 წლის განმავლობაში არავის გადაუღია, ტოტალური მედიაკონტროლის ეპოქაში. მაგრამ ჩემი აზრით ინფო-ს როლი გაცილებით სხვა იყო ამ ყველაფერში. თითქოს, ამ სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც ზოგი სულაც არ იყო პროფესიონალი ჟურნალისტი, ან სტაჟიანი ოპერატორი, შეძლეს ის, რომ ხალხს შიშის გრძნობა დაავიწყეს. ამ ადამიანებმა 5 თვეში ჩამოშალეს სისტემა, რომელიც რეჟიმმა შექმნა, დაშინების, ტერორის, მკვლელობისა და შანტაჟის საშუალებით. ამას შიშის სინდრომი ერქვა. ინფო 9-მ კი ეს დაამარცხა. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადამიანების საარჩევნო უბნებზე გამოცხადებასა და იქ ახალი რეალობის შემოხაზვას.

1325533476_rustavi2_logo

ნაციონალური ტელევიზიები – კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ “ნაციონალურ რეალობას”, “აღმშენებლობისა” და მაპზე უკეთესის მიღების გაშუქებით. არვიცი რას ფიქრობდნენ ამ ტელეარხებზე მომუშავე ადამიანები, როცა ცალსახად სიყალბეს აშუქებდნენ. მესმის, არსებობს ფინანსური დაინტერესება, რომელიც ხშირ შემთხვევაში იძულებითია. მაგრამ ასევე არსებობს, რაღაც, რასაც სინდისი ჰქვია და რომელიც პროფესიული ეთიკის არსებობის ზღვარზე გადის. თავად განსაჯეთ აქვთ თუ არა, მათ ან ერთი და ან მეორე…
ძალიან მინდა, რომ ამ ტელევიზიას პასუხი მოეკითხოს იმ სიცრუისთვის, რასაც 9 წელი, როგორც პროდუქტს ისე სთავაზობდა საზოგადოებას.

ბოლოს მინდა “იმედზე” ვისაუბრო. დიდი ხანი არ გასულა, რაც ეს ტელევიზია მის კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა. მგონია, რომ ამ ოჯახს, საშუალება აქვს, “იმედის” ძველი ნიშა აღადგინოს, რომელიც ყველაზე ობიექტური ტელევიზიის სტატუსს გულისხმობს. არვიცი რამდენად შესაძლებელია ეს, მაგრამ ვფიქრობ, თუ კი რომელიმე ტელევიზიას აქვს რესურსი იყოს ობიექტური, დღეს ეს ყველაზე მეტად “იმედს” შეუძლია.

Advertisements

One thought on “ფერმები და ტელევიზიები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s