პოლიტიკა

რა შეიძლება მოხდეს აპრილში?


20121020023212nacionalurimodzroaba

ნაციონალური მუქარა, თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების ანონსი? რას ელის ოპოზიცია მაისისგან და რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური ცვლილება საქართველოს ხელისუფლებაში?

ფაქტია ოპოზიციაში გადაბარგებული ნაციონალური მოძრაობა საკუთარი გუნდის წევრების დაჭერებსა და წითელი ცირკულარით ძებნების ფაქტებს ძნელად ეგუება. მათთვის არც წლების განლავლობაში დაგროვილი ქონების კანონიერების შესწავლის მცდელობები არის მოსაწონი. მრჩება ეჭვი, რომ 9 წლიანი მმართველობის შემდეგ ვარდოსნები იმდენად შეეჩვივნენ ხელისუფლებაში ყოფნას, რომ ვერც კი წარმოედგინათ, თუ ერთ დილას გაიღვიძებდნენ და ქუთაისს ოპოზიციონერის სკამიდან გადახედავდნენ. საქართველო ხომ ილუზიების ქვეყანა იყო? მოდელირებული რეალობითა და აღმაშენებელზე უფრო დიდი აღმაშენებელი ლიდერით. მაგრამ თითქმის ოლიგარქებად ჩამოყალიბებულებს ცივმა შხაპმა უწიათ. ასეთ დროს ძველი დროისა და ნოსტალგიის გახსენება იცის ხოლმე, ჰოდა ვნახოთ რა ახსენდებათ ყოფილ მაღალჩინოსნებს.

1

აპრილში 6 თვე გავა, ახალი პარლამენტის არჩევის დღიდან. ამ დროს პრეზიდენტის კონსტიტუციის მიხედვით შეუძლია პარლამენტი დაითხოვოს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი დაიწყება, ასეთის საშიშროება კი, მგონი არ არის. თუმცა კონსტიტუციაში ისიც არის მითითებული, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს პარლამენტი დაითხოვოს, საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე. გაცხადებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. აპრილიდან ოქტომბრამდე 5 თვეა დარჩენილი, შესაბამისად აპრილის თვეში კონსტიტუცია პრეზიდენტს საშუალებას არ მისცემს ახალი პარლამენტი და მთავრობა დაითხოვოს.

პირველი ნონსენსი უკვე განვიხილეთ. მაგრამ მოდით ამხელა დეპუტატი ხალხის აზროვნება უფრო ღრმად შევისწავლოთ. რატომ ჰგონიათ რომ აპრილში “რამე” მოხდება?
ვთქვათ, აპრილში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ბოლო სოციოლოგიური კვლევით, რომელიც რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 63% უჭერს მხარს, ნაციონალურ მოძრაობას კი 13%, ქდმ-ს 3% უცხადებს ნდობას. ქართულ ოცნებას არჩევნებზე მხარი დაუჭირა იმ ადამიანებმა, ვინც ქვეყანაში სამართლის აღდგენას ითხოვდნენ, ზღვარი თავისთავად ნაციონალურ მოძრაობაზე გადიოდა. ანუ გამოდის, რომ ოცნების ამომრჩეველი ნაციონალური მოძრაობის მაღალი ეშელონების დასჯას ითხოვდა. მათ ნაწილობრივ შეუსრულეს დანაპირები.

ნაციონალური ლოგიკა აქაც კითხვის ნიშნებს ბადებს. რა უნდა გააკეთოს ოცნებამ დარჩენილ 2 თვეში, ისეთი რომ ხალხი, ვინც ნაცმოძრაობის გაქრობა/გაუქმება დაუკვეთა ბიძინა ივანიშვილს აპრილში ნაციონალურ მოძრაობას დაუჭიროს მხარი არჩევნებზე? თან როგორ უნდა შეიცვალოს ეს თანაფარდობა, რომ ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობაში მოვიდეს? ბუნებრივია თუ ვინმეს უმრავლესობით მოსვლა სურს, ეს გულისხმობს, იმ ამომრჩეველთა გადმობირებას, რომელიც წინა არჩევნებზე მის წინააღმდეგ იყო. ამ შემთხვევაში იმ ამომრჩეველმა, რომელმაც ხმა ქართულ ოცნებას მისცა და გავიმეორებ, ამით ნაციონალური მოძრაობის “აკრძალვას” მოაწერა ხელი, საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია(თუ არა სრულიად შეუძლებელი) რომ ახალი არჩევნებში ხმა ნაციონალებს მისცეს.

განვიხილოთ სხვა დეტალებიც. წლების განმავლობაში, არჩევნებიდან – არჩევნებამდე ნაციონალური მოძრაობა, ძირითადად დამოკიდებული იყო ადმინისტრაციულ რესურსზე. რომლის საშუალებითაც ის:
1) ატერორებდა ბიზნესმენებს, რის შემდეგაც მათგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდა, რომელიც დროთა განმავლობაში შავ ფულად იქცეოდა.
2) პოლიციისა და ჯარის საშუალებით ღებულობდა ხმათა გარანტირებულ რაოდენობას
3) შსს-ს ბალანსზე არსებული ზონდერ-ჯგუფებით ატერორებდა ადამიანებს, მათთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.
4) სასჯელაღსრულების სისტების საშუალებით იბევებდა პატიმრების ოჯახების ხმებს.
5) ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით, ვაუჩერებითა და ერთჯერადი დახმარებების წყალობით სოციალურად დაუცველი ხალხის ხმებიც საკუთარ ყულაბაში მიქონდა.
6) საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით ქართველი ემიგრანტების ხმებს იპარავდა.
7) მედიის სრული კონტროლის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მანიპულირებდა საზოგადოებაზე, ქმნიდა სასურველ რეალობას.
8) განათლების სამინისტროს საშუალებით, ზეგავლენას ახდენდა მასწავლებლებზე.

მკითხველო, დათვალე ეხლა აქედან მიღებული ხმების საერთო რაოდენობა და მიღებული შედეგი გამოაკელი, ნაციონალური მოძრაობის მიერ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მიღებულ შედეგს. რამდენი რჩება?

Advertisements

One thought on “რა შეიძლება მოხდეს აპრილში?

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s