ჩემი სტატიები

ყოველდღიური მე


http://avaxhome.ws/blogs/igor_lv

რამდენი რამ დაგროვდა დასაწერი. ალბათ ეს ზედმეტი დროის ბრალია და არა იმის, რომ დრო არ მაქვს. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მე მხოლოდ მაშინ ვფიქრობ. მახსოვს სამსახურში შეიძლებოდა ისე გასულიყო მთელი 10 საათი, რომ გონება სხვა არაფერს იღებდა, გარდა პასუხისმგებლობას. ზოგადათ ეს კარგია, რადგან როცა რაიმე სერიოზულს ვაკეთებ, მხოლოდ იმ კონკრეტულზე ვარ ხოლმე მთლიანად კონცენტრირებული და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. თუმცა ცუდიც არის, რადგან სიახლეების შექმნაზე ვეღარ ვფიქრობ.

2012 წლის მეთორმეტე თვეა, ზუსტად 17 დღეა სამსახური აღარ მაქვს. 19 წლის ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის უკვე ისეთივე შეუჩვეველი და მიუღებელია, როგორ ფიქრის გარეშე ცხოვრება. მე ამას ცხოვრების წესს ვუკავშირებ, რომელიც ბოლო წელია ჩემდა უნებურად ჩამოყალიბდა.

პირველი სემესტრი დასასრულს უახლოვდება. უმუშევარს სხვა არაფერი მაქვს საქმე და უნივერსიტეტში დავიწყე სიარული. ესეც ძალიან უცნაურია ჩემთვის, რადგან ბოლო 2 სემესტრია არასდროს დავსწრებივარ ლექციას თავიდან ბოლომდე. სტილად მექცა, ლექციაზე დაგვიანება, იქვე სემინარისთვის მეცადინეობა და გამოცდის მომზადება. ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა და ეს არ მომწონს. ცვლილებების მიმართ ყოველთვის ოპტიმისტური დამოკიდებულება მაქვს, ხოლმე მაგრამ… თუმცა იმასაც აღვიქვამ, რომ რაღაც იმიტომ მთავრდება, რომ ახალი დაიწყოს. ასე იყო ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში.

დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოგონებას გადავაწყდი. თურმე ვერასოდეს იქნებიან მეგობრები ორი ადამიანი, თუ რომელიმეს ერთმანეთი უყვარდათ. ურთიერთობების შექმნისას ხშირად იდეალისტური მიდგომები მახასიათებს. ამიტომაც არის, რომ ჩემს friend list მრავალფეროვანი. დღემდე ვფიქრობდი, რომ მეგობრობა მასთანაც შეიძლებოდა ვინც ოდესმე გიყვარდა. მიზეზი ძალიან ბანალურია – იმიტომ რომ არ დაკარგო! მაგრამ აი, დგება დღე როცა ხვდები, რომ თქვენი მეგობრობა შეუძლებელია. ეს რაღაც წინასწარ წაგებული თამაშის დაწყებას გაქვს. არა, იმიტომ რომ მის მიმართ კიდევ გაქვს რაიმე სახის დამოკიდებულება გარდა მეგობრობისა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ის ზედმეტია შენთვის და შენც ზედმეტი ხარ მისთვის (ყოველშემთხვევაში შენ ასე ფიქრობ) იცით ეს რა ცუდი მომენტია? ოდესღაც შენ რაღაცეებზე უარი თქვი, გადალახე რაღაც ბარიერი, იმიტომ რომ “არ დაგეკარგა” მერე კი ხვდები, რომ ის უნდა გაქრეს, რადგან ზედმეტია… საშინელებაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალი.

როდის ხდება ეს? როცა ხვდები, რომ ის შენს გარეშე ბედნიერია. დიდი მნიშვნელობა არ აქვს სხვასთან არის თუ არ არის. ძალიან სამწუხარო დასასრულია. სამწუხაროა რომ მე ეს დასასრული ახლა ვიგრძენი. თუმცა, ჯერ სად ვარ. ასეთი კიდევ მელის რამდენიმე…

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – რატომ გიჩნდება მასთან მეგობრობის სურვილი? ამ პასუხის გადმოცემა მე სურათით ვცადე, რომლითაც პოსტი იწყება.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s