ჩემი სტატიები

2012 წლის შეჯამება


75305_4606729040237_298784220_n

წლის შეჯამება ერთგვარ ტრადიციად მექცა, მას შემდეგ რაც აქ ვწერ. ბოლო რამდენიმე წელია, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე აქ ვწერ უკვე მიწურული წლიდან მოგონებებს.

2012 წელი ჩემთვის ბევრი რამის მომცემი იყო. პირველ რიგში პასუხისმგებლობისა და წარმატებისკენ სვლის მასწავლებელი. ამ წელმა წელმა ის ადამიანებიც გამაცნო, ვინც ამ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში მეხმარებოდა.

წლის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლაა. რომელიც ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ ოქტომბერში მოახერხა. ეს წელი ამ მხრივ ურთულესი იყო და დიდი დაძაბულობაც ახლდა თან. ძნელია ეხლა ამ ყველაფრის გახსენება და დავწრილებით წერა, ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი სასურველი შედეგით დასრულდა. პირადათ ჩემი და როგორც ჩანს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სურვილი, რომელიც ხელისუფლების ცვლას მოითხოვდა ასრულდა.

მინდა წარმატებული წელი ვუსურვო ყველა თქვენგანს. მინდა 2013 წელი ყველა ქართველისთვის ბევრი დადებითი სიახლის მომტანი ყოფილიყოს. მინდა ქვეყნის წარმატება თითოეულ ოჯახზე ასახულიყოს. უბრალოდ მინდა ყველა ძალიან ბედნიერი იყოს 🙂
და ალბათ ყველაზე მთავარი – ძალიან მინდა რაც ჩვენში ცუდია მოგვეშორებინოს და ჯანსაღი, განვითარებული საზოგადოების ფორმირება დაგვეწყოს.

ყველას გილოცავთ ახალი წელს!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s