ჩემი სტატიები

ახალი მედიის განვითარება საქართველოში


social-network-map

როგორ შეიძლება ახალი მედიის ეფექტური დანერგვა საქართველოში? და რა ბედი ელის დღევანდელ ქართულ მედიას?

ბოლო დღეებია ამ კითხვებზე პასუხებს ვეძებ. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის მეტნაკლები ცვლილების შემდეგ, ყველანი ვსაუბრობთ სამართლიანობისა და დემოკრატიული პრინციპების შემოღებაზე, ეს ფიქრები ალბათ უსათუოდ სასარგებლოდ მაწუხებს. ჩვენ კარგად გამოვცადეთ რას ნიშნავს მართული მედია, გვქონდა პოლიტიკურად მართული მედიის პროდუქტთანაც საქმე და შეიძლება ითქვას ამ პროდუქტის ანტიდოტიც თავადვე შევქმენით. ბედის უკუღმართობის ბრალია, თუ უბრალოდ უიღბლონი ვართ არვიცი, მაგრამ ერთ წრეზე სიარულის მოყვარულნი ქართველები აშკარად ვართ. სწორედ ამიტომ მივიჩნევ საჭიროდ ვისაუბრო იმაზე რასაც მე, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთერთ მთავარ შემადგენელ, თუ არა აუცილებელ ნაწილად მივიჩნევ.

ტელემედიის შესახებ მე უკვე ვისაუბრე წინა სტატიაში. ახლა კი მსურს ახალი მედიის შესახებ ვისაუბრო. თანამედროვე რეალობაში უკვე იმდენად დიდ როლს ასრულებს ახალი მედია, რომ შეუძლებელია იგი ანალიზის დროს ყურადღების მიღმა დატოვო. მედიის ქმედითუნარიანობას მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებში მისი ჩართულობისა და შედეგიანობის ხარისხის მიხედვით ვსაზღვრავ. გამოდის, რომ მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარებასა და გაშუქებას ტრადიციულ მედიაზე მეტად ახალი მედია ანუ სოციალური მედია უწყობდა ხელს. ეგვიპტის, ლიბიისა და ტუნისის რევოლუციები, სკანდალური ვიკილიქსი, სირიის მოვლენები; ვფიქრობ ამ ამბებს თამამად შეიძლება შევადაროთ საქართველოში ხელისუფლების ცვლაც. ეს სულაც არ იქნება გადაჭარბებული ან სუბიექტური შედარება. ქვეყანაში სადაც ტელემედიას იმდენად დიდი როლი ეკავა პოლიტიკური პროცესების მართვაში, რომ ალბათ რამდენიმე წლის წინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე საქართველოში სოციალური ქსელების მეშვეობით გაირღვეოდა საინფორმაციო ვაკუუმი, აქ დაიგეგმებოდა აქციები, პოლიტიკოსები საკუთარ ოფიციალურ გვერდებს გააკეთებდნენ და მათ რეკლამაში ფულს დახარჯავდნენ. თუმცა ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ახალი ტექნოლოგიები ჩვენს პოლიტიკურ სისტემაშიც აქტიურად შემოდის და დროთა განმავლობაში ადგილსაც იმკვიდრებს. 

ქართული სოციალური მედია მრავალფეროვანია. ამის საშუალებას პირველ რიგში ინტერნეტთან წვდომის მქონე ადამიანთა რაოდენობის ზრდა იძლევა. (წყარო) ოფიციალური მონაცემებით ამ რიცხვმა 2011 წელს 1.6 მილიონს გადააჭარბა. უხეში მონაცემებით კი 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 2.5 მილიონამდე იქნება. ერთი შეხედვით ეს სულაც არ არის პატარა რიცხვი. მეტიც ინტერნეტთან წვდომის მასშტაბის კოლოსალური ზრდაა. თუ იმას გავიხსენებთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ 300 000 აბონენტს ითვლიდა ქართული ინტერნეტ კომპანიები.

social-networking-logos

ინტერნეტმომხმარებელთა ზრდა საშუალებას იძლევა მედია ბაზარზე სრულიად ახალი მიმართულება განვითარდეს. საქმე იმაშია რომ ეს განვითარება უკვე დაწყებულია, მაგალითები ზევითაც დავწერე. თუმცა მე ვფიქრობ ბაზარზე ახალი მედიის დამკვიდრებას კონცეფციალურ დონეზე მუშაობაც ესაჭიროება. როცა ახალ მედიასა და ბაზარზე ვსაუბრობ, პირველ რიგში ვგულისხმობ, სოციალური მედიის როგორც საინფორმაცი ნაკადების გადაცემის მთავარ საშუალებად ჩამოყალიბებას. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ბლოგინგის განვითარება. მართალია დღეს საქართველოში ბევრი ბლოგია, მაგრამ ბევრი მათგანი პირადი ხასიათისაა. ჩვენს ბლოგერებს თითქოს არც გამოცდილება აქვთ პოლიტიკური ბლოგინგის და არც იმის სურვილი რომ ეს გამოცდილება მიიღონ სწავლის საშუალებით. ამიტომ თუ ჩვენ სოციალური მედიის როგორც საინფორმაციო ნაკადების მთავარი გამავრცელებლის ჩამოყალიბებას დავაპირებთ, პირველ რიგში ანალიტიკური ბლოგების წერის ხელშეწყობა უნდა მოხდეს.

სოციალური მედიის სარგებლიანობისას პირველ რიგში მე ამ ასპექტს გამოვყოფ რომ აქ ახალ ამბავს თვითონ აქტორი გადასცემს, მეორე ადამიანს, რომელიც თავის მხრივ კვალავ გადამცემის როლში რჩება. იკარგება ჟურნალისტის რგოლი. თუმცა მე ვფიქრობ ეს სულაც არ არის დიდი პრობლემა, რადგან ჩვენი მედიასაშუალებები ისედაც არ არიან გამორჩეულნი ისეთი ჟურნალისტების რაოდენობის სიმრავლით, რომელთაც რესპოდენტთან კითხვის დასმა, გამოძიების წარმოება და დასკვნების გაკეთება შეუძლიათ. პრინციპში თუ ეს ჟურნალისტთა ნაწილმა არ იცის, აქ მათი დიდათ დანაშაულებაც არ შეიძლება. ისინი ხომ მხოლოდ იმიტომ მიდიან გადაღებაზე, რომ როგორც პროდიუსერები იტყვიან, ახალი ამბავი “მოიტანონ”.

ასეა თუ ისე, პროგრესი უკვე იგრძნობა. ახლა ამ ყველაფერს ხელშეწყობა სჭირდება. ვფიქრობ ყველას ინტერესშია ინფორმირებული საზოგადოება, განსაკუთრებით კი მთავრობისა, რადგან კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობამ კარგად გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის ყოველდღიურმა ქმედებებმა შესაძლოა აშკარად გამოიწვიოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ასეთ დროს კი ინფორმირებული საზოგადოება ყველა დიდი გარანტია საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. მითუმეტეს მაშინ, როცა მეორე მხარი “გამალებული შეიარაღების” ფორმატში აქტიურად ცდილობს გრანტებისა და ახლადშექმნილი ტელევიზიის სახით სასურველი საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s