პოლიტიკა · ჩემი სტატიები

დაიშლება თუ არა კოალიცია “ქართული ოცნება”?


kartuli_ocneba

პოლიტიკურ სარბიელზე კავშირებისა და კოალიციების შექმნას თეორიები არეგულირებენ. გამოვყოთ 2 თეორია: რეალიზმი – რომლის მიმდევრებიც თვლიან, რომ კავშირები და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტი დროებითი და კონკრეტული მიზნისთვის არის გათვლილი და იგი ოდესღაც აუცილებლად დაიშლება. იმ მიზეზის გამო, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტები, ოდესღაც შესაძლოა ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ და მიზნებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს შეეცილონ. არსებობს მეორე თეორიაც: იდეალიზმი – რომელიც ლიბერალურ პრინციპებიდან გამომდინარეობს და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კავშირების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი თვლიან, რომ ამით ინტერესთა კონფლიქტი შემცირდება და დაპირისპირების ალბათობაც ნაკლები იქნება. ბუნებრივია ეს თეორიები უფრო მეტად გათვლილია საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაზე, მაგრამ ალბათ, სრულიად არ იქნება შეცდომა, თუ მას საჯარო პოლიტიკაში გადავიტანთ.

ამ შესავლის შემდეგ, საქართველოში არსებული ვითარება განვიხილოთ. ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდისა და პოლიტიკური ბრძოლის დროს კოალიციების შექმნის დიდი გამოცდილება არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრის მიხედვით იყო ასეთი აღქმა ჩამოყალიბებული. რაც უფრო მეტი პარტია გაერთიანდება, მით უფრო ადვილია პოლიტიკური ბრძოლის სასურველი შედეგით დასრულება. ასე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც, როცა ბურჯანაძე-სააკაშვილი-ჟვანიას გაერთიანებამ მათ გარშემო შემოკრიბა სხვა პოლიტიკური ძალებიც, ასევე მოხდა 2007 წელს, როცა “გაერთიანებული ოპოზიცია” შეიქმნა და შემდეგ დაიშალა. ოდნავ მოგვიანებით ჩამოყალიბდა “ალიანსი საქართველოსთვის”, სულ ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით კოალიცია “ქართული ოცნება” შეიქნა. რა თქმა უნდა, ეს ბოლო წლების განმავლობაში არსებული მსხვილი პოლიტიკური კოალიციების სახელებია, მაგრამ არსებობდნენ შედარებით ნაკლებად ცნობილი გაერთიანებებიც, მათი სახელების გახსენება ეხლა მიჭირს.

კოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტიკური ერთობაა, რომელიც 3 ძირითადი სუბიექტისა და კიდევ რამდენიმე ასოცირებული წევრისგან შედგება. როგორც სხვა გაერთიანებები, ესეც ოპოზიციურ ფრონტზე ჩამოყალიბდა. მიზნად კი სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა დაისახა. 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად კოალიციამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და პარლამენტი უმრავლესობით დააკომპლექტა. ბუნებრივია კოალიციის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს მინისტრთა კაბინეტშიც წამყვანი თანამდებობები.

მთავრობის დამტკიცებიდან 3 თვეც არ გასულა, რომ ჟურნალისტები და პოლიტოლოგთა ნაწილი აქტიურად საუბრობენ მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ. ეს ბუნებრივია, რადგან როგორც წესი პოლიტიკური კოალიციები ჩვენთან მიზანს ვერ აღწევდნენ და შექმნიდან რამდენიმე თვეში იშლებოდნენ. კრიტიკოსთან პოზიციებს თითქოს ამყარებდა ფაქტები, რომლებიც ბოლო დროს ხდებოდა.

1) ალასანიას ჩამოვიცრეპრემიერმინისტრობა
2) ბიძინა ივანიშვილის პარტიის ლიდერად ჩამოყალიბება
3) უმრავლესობის ლიდერის განცხადებები, რომელიც ალასანიას პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული
4) 2 არჩევანი ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო?

საქართველოში პარტიული კონკურენცია ახალი ხილია, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობდა 1 პარტიის გაძლიერებას და ამ პარტიის გარშემო ყველა შესაძლო “პარტნიორი” პარტიის შერწყმას. ასე მოხდებოდა ახლაც, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ამავდროულად კოალიციის ლიდერიც არის, განაცხადა, რომ სურდა პარტიული პოლიტიკის განვითარება, ეს ნიშნავს შემდეგს: იქნებოდა რამდენიმე პარტია, რომელიც დამოუკიდებლად დარჩებოდა, თუმცა კოალიციის წევრები იქნებოდნენ და საერთო პოლიტიკას გაატარებდნენ. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა კოალიცია 1 წლის წინ. წარსულიდან გამომდინარე ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხავს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. პარტიული პოლიტიკის პრინციპი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კოალიციამ არჩევნები მოიგო.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაერთიანებულნი არიან პარტიები, რომლებსაც რიგ საკითხებთა დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. აქ მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ “თავისუფალი-დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” პოზიციათა სხვაობა ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ გამარჯვებული პარტიები საჯარო სამსახურებს საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტებდნენ. ცალკე საკითხია ეს რამდენად მოხდა, მაგრამ საჯარო სამსახურების ნაწილი, რეგიონებში მართლაც დაიკავეს მეოცნებეთა წარმომადგენლებმა. ამან ბუნებრივი ასახვა ჰპოვა პარტიებს შორის კონკურენციის გამოვლინებაში. ეს პროცესი ჯანსაღად შეიძლება მივიჩნიოთ, თუ ჩვენ არ გვსურს ერთპარტიული სისტემის მიღება. კოალიციის ლიდერმა, რომელიც ამ ეტაპზე პასუხისმგებელია როგორც მთავრობაზე, ასევე პოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილზე, ხელი არ შეუშალა პარტიული კონკურენციის გამოვლინებების რიგ შემთხვევებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის სურვილს, მრავალპარტიული საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნისა.

ვფიქრობ, ეს პროცესი არ ეწინააღმდეგება კოალიციის ერთიანობის პრინციპს, რადგან მასში შემავალი ყველა პარტია თანხმდება საერთო მიზნებზე და პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე, როგორც არჩევნებში გამარჯვებული ძალა. თუმცა, როგორც პოლიტოლოგთა ნაწილი ფიქრობს, გამორიცხული არაა, ალასანიასთვის ვიცე-პრემიერიერობის პოსტის დაკარგვა ხელოვნული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების მცდელობა იყოს(წყარო),რადგან ნაციონალური მოძრაობის გარდა ოპოზიციის სტატუსის მორგება ვერ შეძლო არჩევნების შემდეგ თითქმის გაკოტრებულმა სხვა პარტიებმა.(მაგ: ქდმ, ლეიბორისტები)

კოალიციის დაშლაზე ვარაუდები გააქარწყლა ივანიშვილი-ალასანიას რამდენიმე შეხვედრამაც, სადაც ორივე ლიდერის მხრიდან მედიამ და საზოგადოებამ დასტური მიიღო, რომ კოალიციას დაშლა არ ემუქრება. პრემიერის თქმით ალასანიას “პატარა შეცდომა” მოუვიდა და უკვე ყველა პრობლემა მოგვარებულია. თუმცა მან კოალიციის შენარჩუნების კონკრეტული ფორმულა დაასახელა: გადაწყვეტილებები ყველამ უნდა შეუთანხმოს გუნდს. თუმცა მანვე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველას შეუძლია წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ბოლო დროს ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა. 8 თებერვლის მოვლენების შემდეგ, მიუხედავად კოჰაბიტური ფონისა, ძნელად წარმოსადგენია როგორ განვითარდება მოვლენები. ამის გასათვალისწინებით, ვფიქრობ უფრო შემცირდება კოალიციის დაშლის შესაძლო ალბათობის მაჩვენებელი.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s