თსუ · ჩემი სტატიები

მეოთხე სემესტრის ინტელექტუალური ვნებები


394929_478313228895463_757029617_n

2013 წლის 4 მარტს ჩემი სტუდენტობის მეოთხე სემესტრი დაიწყება. როცა ვამბობ მეოთხე მეთქი უცნაური გრძნობა მეუფლება, რადგან ამ დროს გავლილ 3 სემესტრზე ვფიქრობ. ძალიან მალე გავიდა ეს დრო. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად სწრაფადაც. ვერ ვიტყვი, რომ ამ დროის განმავლობაში აუარებელი ცოდნა მივიღე უნივერსიტეტში. თუმცა კმაყოფილი ვარ, იმით რაც ვისწავლე და მომავალში ცოდნის გაღრმავებასაც ვაპირებ (ყოველი სემესტრის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ფიქრები). გასულ სემესტრს რაც შეეხება, თავი იმით დამამახსოვრა, რომ სულ გადარბენაზე ვიყავი დატვირთული რეჟიმის გამო. ხშირად ვაგვიანებდი დილის ლექციებზე, არც ლექციებზე დაგვიანებას და ძილს ვიკლებდი. თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, თუ სტუდენტს ლექციაზე დაეძინა ეს ლექტორის დაბალი ხარისხის დამადასტურებელი ნიშანია.

ფინალური გამოცდები უკვე კარგა ხანია მოვრჩი. სემესტრის დაწყებამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, მაგრამ ჩვენი ფაკულტეტის დეკანატმა სტუდენტებს საჩუქარი გაგვიკეთა და მომდევნო სემესტრის ცხრილი, მის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დადო. საჩუქარი მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ ასეთი რამ არ მახსოვს. სამაგიეროდ მახსოვს წინა სემესტრის გამოცდილება, როცა ბაზების გახსნიდან რამდენიმე წუთში კარგ ლექტორებთან ადგილები ივსებოდა და დიდი გაურკვევლობისა და დავი-დარაბის შემდეგ ვიღებდით ისეთ ცხრილს, სადაც მინიმუმ 2 საგანი ერთმანეთს ემთხვეოდა. როცა ცხრილი წინასწარ იცი შესაძლებელია მთელი სემესტრის გრაფიკი წინასწარ გაწერო.

მეორე კურსის პირველ სემესტრში ბევრი რამ მოხდა. მოვლენები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს, არამარტო ჩემი ცხოვრება, მთლიანად გარემოც. სტუდენტური გამოსვლები, სტუდენტი დეკანი, ხელისუფლების ცვლილება, ოპოზიციონერი პრეზიდენტი და გადამტყდარი ხერხემალი იმ დროს  მომაგონებს. ჰო, კოჰაბიტაციობანას თამაში კიდევ…

სულ მალე ახალი სემესტრი დაიწყება. რომელიც ბევრად უფრო მშვიდი იქნება ვიდრე წინა. თუმცა სხვა საკითხია ეს სიმშვიდე, რამდენად კარგია ასევე როგორ გამოიყენებენ მას ადამიანები. ჩემთვის ეს საშუალებაა სრულიად მოვწყდე ყველაფერს და სრული მოტივაციით სტუდენტურ ცხოვრებაში ჩავერთო.

Advertisements

2 thoughts on “მეოთხე სემესტრის ინტელექტუალური ვნებები

  1. ჯერ პატარა ვარ პატარა რა მე–9 კლასში ძალიან მინდა მალე გავიდეს დრო და სტუდენტი გავხდე და ასეთი პიქრები ყოველი სემესტრის ბოლოს დამებადოს. მინდა ჟურნალისთი გამოვიდე და ვთქვა სიმართლე და მხოლოდ სიმართლე;))

    Like

    1. მალე დადგება ეგ დრო. მეც მე-9 კლასში ვიყავი, როცა გადავწყვიტე სად უნდა ჩამებარებინა. 🙂

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s