განათლება · თსუ · ჩემი სტატიები

თსუში ახალი სემესტრი საპროტესტო აქციით დაიწყება


SAM_0441

 

თითქოს ერთგვარ ტრადიციად ქცეულია ინიციატივა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სემესტრის აქციით დაწყებას უკავშირდება, ხვალაც აქტუალურია.

გაუმართავი ბაზები და ათასობით საგნის გარეშე სტუდენტი ახალი საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა.

მიუხედავად რექტორის არაერთი დაპირებისა, რომ ბაზები მოწესრიგდებოდა, ამ სემესტრშიც ათასობით სტუდენტს საგნების არჩევისას პრობლემები შეექმნა. ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო სასურველი საგნის არჩევა, მხოლოდ იმიტომ რომ ადმინისტრაცია დაპირებას არ ასრულებს. ამიტომ ჩვენ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, თავს ვალდებულად ვთვლით საგანგებო განცხადებით მივმართოთ საზოგადოებასა და რექტორს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

ორშაბათს 4 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება. ჩვენ ვაპირებთ შევიკრიბოთ 13 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და გავაპროტესტოთ თსუს ადმინისტრაციის საქმიანობა. სტუდენტებმა პირადად უნდა მოვთხოვოთ პასუხი რექტორს, რატომ არის დაპირებული ბაზები 2 წლის შემდეგ კვლავ მოუწესრიგებელი და რატომ ვერ ირჩევენ სტუდენტები საგნებს.

 

აქცია იქნება მშვიდობიანი. ყველანაირად შევეცდებით, რომ თავიდანნ ავიცილოთ ყოველგვარი პროვოკაცია. განსხვავებით წინა აქციებისგან, ხვალინდელ პროტესტს არ ეყოლება, რომელიმე ორგანიზატორი ორგანიზაცია, ის საერთო სტუდენტური პროტესტი იქნება.

 

აქციას დაესწრებიან თსუს მოქმედი პროფესორებიც.

 

უნივერსიტეტის რექტორს საკუთარ სიტყვებზეც მოუწევს პასუხისგება, როცა მან განაცხადა, რომ ან მოძალადე თვითმართველობის წევრებს უნივერსიტეტიდან გარიცხავდა და ან თვითონ დატოვებდა პოსტს. ამ დაპირებიდან 1 წლის შემდეგ, მოძალადეები უნივერსიტეტში წამყვან სპეციალისტებად მუშაობენ და სტუდენტებს ფულით ხელფასს იღებენ, ხოლო რექტორის რბილ სავარძელს იკავებს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s