ჩემი სტატიები

აქვს თუ არა რუსულ საგარეო კურსს პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში?


Russia

უშიშროების ექს-მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ რამდენიმე კვირის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. მეტიც, არაერთი მედიასაშუალების ენით გააჟღერა, რომ სურს საქართველო პრო-რუსულ ორბიტას დაუბრუნდეს, ამისთვის კი აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში რუსული ორიენტაციის პარტია არსებობდეს. მისი თქმით დღევანდელ ქართულ პარტიულ პოლიტიკაში ის ასეთ ორგანიზაციას ვერ ხედავს. ხაბურძანიას თქმით “ოკუპაცია” უნდა შეიცვალოს ტერმინით “წახალისებული სეპარატიზმი”, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმა არ იყო კლასიკური ოკუპაციის მაგალითი.

ექს-მინისტრის ეს განცხადება ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა მინდა ამ განცხადების მცირე ანალიზი გავაკეთო და “რუსული კურსის” გარშემო ჩემი შეხედულებები გაგაცნოთ.

პირველ რიგში იმ კვლევის შედეგებს მოვიხსენიებ, რომლებიც მუდმივად ასახავენ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. ისინი ასახავენ საზოგადოების აზრს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც NDI-მ ჩაატარა, გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ რუსეთს სახელმწიფო საფრთხედ აღიქვამს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების დათბობა და რუსულ ბაზარზე დაბრუნება, საზოგადოებაში კვლავ პრიორიტეტულია. კვლევებში ეს მაჩვენებლები იმდენად ხშირია უკვე, რომ სათითაოდ მათი განხილვა დროს წაგვართმევს.

მიუხედავად ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებისა ძალიან ბუნებრივია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს გარკვეული ინტერესი  რუსული ბაზრისადმი და რუსეთთან როგორც მეზობელთან, ურთიერთობების ნორმალიზებაში. ამ მიდრეკილების ახსნა ძალიან მარტივია, რადგან საბჭოთა წარსულმა ჩვენ იმდენად დაგვაახლოვა რუსეთს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე რამდენიმე წლით ადრე, ბევრ კომკავშირელს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობას ეწინააღმდეგებოდნენ, ეგონათ რომ საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეეძლო.

საზოგადოებრივი აზრის ამგვარი ფორმულირების გამო, ყველა არჩევნებში ოპოზიცია ცდილოვდა ამომრჩევლისთვის ის დაპირებები შეეთავაზებინა, რომელიც რუსეთისადმი ამგვარი დამოკიდებულებას შეიცავდა. ბუნებრივია მიხვდებით, რომ ხალხის ეს დამოკიდებულება არანაირად არ აისახებოდა სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკაში.

ოპოზიციაში “ქართული ოცნების” გამოჩენისთანავე მის საარჩევნო დაპირებებში გამოჩნდა ფრაზები,  რომლებიც საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობის დათბობასა და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანაზე საუბროდბნენ. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოცნების მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. უკვე ცნობილია, რომ არაერთი პროდუქტი უკვე დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, მზადდება პროდუქტთა სხვა დასახელებებიც, რომლებიც სულ მალე გაიყიდება რუსულ ბაზარზე.

თუ პოლიტიკური მარკეტინგის პრინციპებს გავითვალისწინებთ, პროდუქტი რომელსაც საზოგადოება ითხოვდა მთავრობამ უკვე მიაწოდა. რაც რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხვედრას გულისხმობდა. მესმის რომ შესაძლოა ვიღაცეებს იმედი გაუცრუვდათ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ღალატობს საგარეო პოლიტიკაში დასავლურ ვექტორს, ან იქნებ ვიღაცეებს პოლიტიკური რეინკარნაცია სურს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან იმაზე უფრო “ახლო” ურთიერთობა, რაც მთავრობას გაწერილი ჰქონდა მის დაპირებებში არჩევნებამდე და რასაც დღეს ეტაპობრივად ახორციელებს.

Advertisements

One thought on “აქვს თუ არა რუსულ საგარეო კურსს პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში?

  1. გააჩნია რა შემთხვევაშია წარმოუდგენელი. თუ კი რუსეთი მიხვდება, რომ თავი უნდა დაანებოს საქართველოზე ასეთ პოლიტიკას და თბილ ურთიერთობას ამჯობინებს, მაშინ რაღა შეუშლის ამას ხელს? მთავარია რუსეთმა გამოიჩინოს კეთილი ნება

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s