პოლიტიკა · ჩემი სტატიები

საპრეზიდენტო მარათონის დასაწყისში


რაც უფრო ცოტა დრო რჩება 2013 წლის შემოდგომამდე ვხვდები, რომ პოლიტიკაში ძალიან საინტერესო პროცესები სულ მალე დაიწყება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლის შემდეგ პირველი არჩევნები ჩატარდება. თუ რა თქმა უნდა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩავთვლით. მაგრამ შუალედური არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბებით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

რაც დრო გადის ასევე ნელნელა ბევრ კითხვას ეცემა პასუხი. ასე მაგალითად, თუ რამდენიმე თვის წინ არსებობდა კითხვები, მმართველი კოალიცია ერთიან კანდიდატს წარადგენდა თუ არა, ან ვინ იქნებოდა კოალიციის კანდიდატი, ან თუნდაც ერთი კანდიდატი ეყოლებოდა თუ არა კოალიციას. დღეს ამ კითხვებს პასუხი გაეცა, რადგა, კოალიციის ლიდერმა საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. თან დასძინა, რომ ეს კოალიციის საერთოდ გადაწყვეტილებაა და მეტიც, არსებული კოალიცია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული ფორმაციით მივა.

გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ერთი ნაწილი დადებითად აფასებს მას, რადგან საქართველოს ისტორიაში პირველად სწორედ მისი ინიციატივით სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება. ეს იმას ნიშნავს რომ 650 000 ბავშვი სასექტემბროდ წიგნებს უფასოდ მიიღებს. მარგველაშვილს დადებითად ახასიათებენ სკოლის მასწავლებლები, სტუდენტები და აბიტურიენტებიც. ამ უკანასკნელთა არგუმენტი გასაგებია. სექტემბრიდან 16 სპეციალობაზე უმაღლესი განათლების მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მარგველაშვილის მინისტრობას სკეპტიკურად აფასებენ. ისინი იხსენებენ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო ატეხილ სკანდალს და აკრიტიკებენ მინისტრს.

არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით შეხვდნენ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენასაც. ზემოთხსენებული საზოგადოების პირველი ნაწილისთვის წარმატებული მინისტრი, გამარჯვების შემთხვევაში წარმატებული პრეზიდენტი გახდება. საპირისპიროს ამტკიცებს მეორე ნაწილი, რომელთა შორის ასევე არიან ერთ დროს “ქართული ოცნების ამომრჩევლებიც” ისინი ფიქრობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატურა.

თუ რამდენიმე დღით უკან დავბრუნდებით და სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ  ბევრად დიდი მოლოდინი იყო, კოალიციის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარდგენისა. თუმცა პრემიერმა კანდიდატად მარგველაშვილი დაასახელა, ზურაბიშვილისთვის კი თბილისის მერობის შეთავაზებაზე ისაუბრა. სწორედ ამას ვუკავშირებ განაწყენებულ პოსტებს, რომელიც მარგველაშვილის მისამართით იყო მიმართული.

2 დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა ფოთიდან განაცხადა, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებიდან სათანადო განწყობებს დაინახავს.

საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ პირველი განაცხადი გააკეთეს ნაციონალებმაც. მათი თქმით, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის საშუალებით გამოავლენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს ზურაბ ჯაფარიძე. მოსალოდნელია რომ ამ პრაიმერში მონაწილეობას მიიღებენ უგულავა-მერაბიშვილის ტანდემიც, რადგან მათთვის საპრეზიდენტო კანდიდატობა მინიმუმ ოქტომბრამდე ხელშეუხებლობის გარანტია. რამდენად შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი რეალურად კონკურენტურიანი არჩევნებზე ამას დრო გვიჩვენებს, დღეს კი მათი რეიტინგი 10%-ზე ნაკლებია.

საპრეზიდენტოდ ემზადება შალვა ნათელაშვილიც, თუმცა მისი განაცხადები და ეს სურვილი მე რეალობასთან ძალიან აცილებული მგონია.

ნებისმიერ შემთხვევაში უაღრესად საინტერესო და კონკურენტუნარიანიარჩევნები გველის.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s