პოლიტიკა · საზოგადოება · ჩემი სტატიები

რა მოხდება ხვალ?


17 მაისი  ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც  ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტის, აგრეთვე ბელგიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, მექსიკის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთის, ლუქსემბურგისა და სხვა ქვეყნების მიერ. 2004 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს სახელმწიფო და კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი, საგანმანათლებლო, უფლებადაცვითი და სხვა ორგანიზაციები  საინფორმაციო კამპანიაში ერთვებიან. ამით ისინი  ფართო საზოგადოების ყურადღებას ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემას მიაპყრობენ.

ამ დღესთან დაკავშირებით ქართველი LGBT საზოგადოება რუსთაველზე აქციის გამართვას აპირებს. ამ აქციას აქტიურად უჭერენ მხარს მემარჯვენე ნაციონალები. ამის შემდეგ სულაც არაა ძნელი მისახვედრი თუ რას ემსახურება ამ აქციის ასეთ დონეზე გაპიარება. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს აქცია/აღლუმი ჩატარდება თუ არა. ამ აქციის ორგანიზატორებმა უკვე მიაღწიეს მიზანს, მთავარი იყო იმის აღქმა და დასავლეთისთვის დანახვება, რომ საქართველო ჰომოფობიური ქვეყანაა და ამით პრობლემების შექმნა საქართველოს მთავრობისვის. კერძოდ კი პრემიერსა და აშშ-ს ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების გაცივება.

ამ აქციის მეორე მიზანი კი, შეტაკების ინსპირირებაა. დაახლოებით ისეთი სიტუაცია უნდა შეიქმნას როგორიც 1 მაისს, თუმცა ამას ბევრად მეტი რეზონანსი იქნება. 100 გეის სცემს 10 000 წვერიანი ადამიანი და ეს გაფორმდება თითქოს ქართული ეკლესია ჰომოფობიურ ქმედებებს ახორციელებს და ჰომოფობებს მხარს უჭერს.

მაგრამ იცით რა არ მესმის? ეკლესიამ (საპატრიარქომ) 17 მაისთან დაკავშირებული განცხადება მხოლოდ გუშინ გააკეთა. ჰომოსექსუალების მისამართით მუქარები და აქციის წინააღმდეგ გამოსვლები სოციალურ ქსელებში კი კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

ისე ერთი საინტერესო პრეცედენტი მოხდა, რაზეც ყურადღება არავის გაუმახვილებია. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასთან ერთად, 17 მაისის აქციის წინააღმდეგ განცხადებას ხელს აწერს კიდევ რვა რელიგიური გაერთიანება. კერძოდ, ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო; სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია; ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია; ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; “მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში” და “ხსნის არმია საქართველოში”.

ფეისბუქში წერენ ივანიშვილი გეი-აღლუმს მწვანე შუქს უნთებსო. უკაცრავად მაგრამ რა ქნას, ლგტბ საზოგადოება გაასამართლოს და დახვრიტოს? ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში გარანტორი უნდა იყოს ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის, ყოველ შემთხვევაში მე ამას მივეცი ხმა 1 ოქტომბერს!

ცალკე საკითხია მორალურად რამდენად სწორია გეი აღლუმების ჩატარება საქართველოში. მე ვფიქრობ ეს საკითხი ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. სამოქალაქო საზოგადოება კი მხოლოდ ნოდია/ჩერგო production “ენჯეოები” არ არიან. სამოქალაქო სექტორის ნაწილია ის ადამიანებიც, ვინც შეიძლება ხვალ ეს აქცია გააპროტესტონ.

ჩემი აზრით, ხვალ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ორივე მხარემ, რომ რაიმე სახის შეტაკება არ მოხდეს. ერთის მხრივ ჰომოსექსუალებს უნდა მიეცეთ უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პოზიცია აქციის სახით და მეორეს მხრივ ჰომოფობიის მოწინააღმდეგეების უფლებებიც არ უნდა შეილახოს და მათაც უნდა მიეცეთ აქციის ჩატარების საშუალება. ვიცი ამ ორივეს ერთად აღქმა გიჭირთ, მაგრამ ვფიქრობ თუ შსს კარგად იმუშავებს შესაძლებელია ხვალინდელი დღის მშვიდობიანად ჩამთავრება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ხვალინდელი შესაძლო ცემა-ტყეპა ჩვენ ქვეყანას უკან წაიყვანს, ყოველ შემთხვევაში წინ არა.

Advertisements

One thought on “რა მოხდება ხვალ?

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s