პოლიტიკა

წავა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან?


Photo 2013-03-05 19 48 33

გასული კვირის ყველაზე მთავარი ფაქტად ალბათ სრულიად სამართლიანად შეიძლება აღვიქვათ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან ესტონურ გამოცემასთან გააკეთა. „ვაპირებ მალე წავიდე პოლიტიკიდან. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, მე რამდენიმე დღის შემდეგ წავალ პოლიტიკიდან“, – აცხადებს პრემიერი. შეიძლება ითქვას ამ განცხადებამ ადვილად გადაფარა არათუ თალიბების სახელით გამოქვეყნებული ვიდეო და მას შემდეგ კინაღამ ჩავარდნილი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, არამედ სამეგრელოში აღმოჩენილი შოკის მომგვრელი კადრები.

ბიძინა ივანიშვილის აქამდეც უთქვამს, რომ იგი რამდენიმე წლის შემდეგ აპირებდა პოლიტიკიდან წასვლას. თუმცა არჩევნებში გამარჯვებიდან 9 თვეში პრემიერის განცხადება, რომ იგი შემოდგომაზე დატოვებს პოსტს ცოტა მოულოდნელი იყო. (საპრეზიდენტო არჩევნები ხომ შემოდგომაზე გაიმართება) არჩევნებიდან 9 თვის შემდეგ ქვეყანა რეფორმების რეჟიმში იმყოფება. უკვე გამოიყო მილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, დაიწყო განათლების რეფორმა, მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა, თვითმმართველობის რეფორმა, სასამართლო რეფორმა – რომელიც ჩემი აზრით ნაწილობრივ ჩავარდა და კიდევ მრავალი რამ რაც ახლა არ მახსენდება. ამის გარდა მიმდინარეობს ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეების ხმაურიანი გამოძიება. დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი და შს მინისტრი ახალაია. არჩევნებიდან 9 თვის შემდეგ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ არ ჩასული არც მოსკოვში და არც ვაშინგტონში. თუმცა ის ესტუმრა ბრიუსელს სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული გამოსვლა ჰქონდა.

თუ ფეისბუქს გადავხედავთ, პრემიერის განცხადებას სერიოზულად განიცდის, იგივე ხდება რეალურ ცხოვრებაშიც. მეორე დღეა საზოგადოების მთავარი სასაუბრო თემა ბიძინა ივანიშვილის წასვლა-დარჩენის განხილვაა. შეიძლება ითქვას, ადამიანები სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან და შიშობენ თუ პრემიერი პოლიტიკიდან წავა, ქვეყანას არც თუ კარგი ამბები ელის. სიმართლე გითხრათ ეს მოსაზრებები სულაც არ არის რეალობას მოკლებული. ხალხი 1 ოქტომბრამდე ქვეყანაში შესაძლო ცვლილებებს, ნაციონალური მოძრაობის დემონტაჟით სამართლიანობის აღდგენას მხოლოდ 1 კაცს უკავშირებდა – ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მარტივი მისახვედრია ისიც, რომ ნებისმიერი დაპირება, რომელიც კოალიციამ გასცა, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზეა – ყოველშემთხვევაში სოციუმი ასე აღიქვამს. მეტიც რაც კი ამ 9 თვის განმავლობაში გაკეთდა, ან პერსპექტივაში მომავალში შეიძლება გაკეთდეს, ისიც მხოლოდ პრემიერ-მინისტრის სახელთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა ეს კარგად იცის ივანიშვილმაც.

აღსანიშნავია კოალიციის შემადგენლობაც, რომელიც განსხვავებული შეხედულებებისა და პოლიტიკური პოზიციების მქონე პარტიებისგან შედგება. აქ პრემიერ-მინისტრს დამბალანსებლის როლი აქვს შეთავსებული. მას დიდი ავტორიტეტი აქვს როგორც ელექტორატში, ისე გუნდში. მისი წასვლით კი, გამორიცხული არაა კოალიციაში ვითარება აირიოს, რასაც სავარაუდოდ მოყვება ზოგადად მთავრობის კრიზისი, რომელმაც შეიძლება პარლამენტშიც გადაინაცვლოს. ასეთ დროს კი, ვინ სარგებლობს ხოლმე ძნელი მისახვედრი არაა.  ერთი სიტყვით, ყველა ვისაც კი პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ცდილობს მომენტები გამოიყენოს და რაიმე სარგებელი ნახოს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ რომ შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან წასვლა შეუძლებელია. როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანას როგორც არასდროს ისე სჭირდება სტაბილური პოლიტიკური განვითარება. ეს იმისთვის, რომ მთავრობამ შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც არჩევნებამდე საზოგადოების წინაშე აიღო. პრემიერ-მინისტრი კი როგორც ამ ვალდებულებების შესრულების, ისე ქვეყნის სტაბილურობის ერთერთი მთავარი გარანტორია.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s