ჩემი სტატიები

რა არის ბედნიერება?


IMG_2039

ბედნიერება ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ადამიანს აახლოებს მისთვის იდეალურ განწყობებთან, ფიქრებთან და ფიქრებში საუკეთესოდ მიჩნეულ სიტუაციებთან. თქვენ ვერსად ნახავთ ბედნიერების კონკრეტულ ფორმულას, რადგან ის არ არსებობს!

მაინც რა არის ბედნიერება?  ალბათ ამ კითხვაზე იმდენი განსხვავებული პასუხი არსებობს რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. ყველა ადამიანი თავის ცნობიერებაში აყალიბებს ბედნიერების დამახასიათებელ პოსტულატებსა და გარემოებებს, რომლებიც ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად ბედნიერებას ყველა ისე აღიქვამს, როგორი წარმოსახვის უნარიც აქვს.

ბედნიერების აღქმა იმდენადაა დაკავშირებული ადამიანის ოცნებებთან, რამდენადაც მის შინაგან ინტელექტთან. მე განვასხვავებ ინტელექტსა და განათლებას, თუმცა ეს მოგვიანებით. ამ ცნებებს მაინც აქვთ რაღაცეები საერთო. რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს მას. ბევრი ამბობს, რომ რაც უფრო მეტს იღებს ადამიანი მით უფრო მეტის მიღწევის სურვილი აქვს. მაგრამ პირიქითაცაა, ზოგჯერ ადამიანი ძალიან განათლებულია, მაგრამ სიზარმაცისგან ცხოვრებით ხელმოცარული. თუმცა ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელმაც იშრომა და ამ შრომის საზღაური არ მიიღო. რა თქმა უნდა შრომა სწორად უნდა მიმართო, რაღაც მიზნისკენ და შედეგიც არ დააყოვნებს.

როცა ადამიანის გაცნობა მინდა, ხშირად ვეკითხები ბედნიერია თუ არა. ვინტერესდები რაში ხედავს ბედნიერებას. მაგალითად ადრე ერთ გოგოს ვიცნობდი. ჩემზე 4-5 წლით დიდი იყო. კარგი გოგო იყო, მუდმივად ხალისიანი და პოზიტიური. მომწონდა მასთან ერთად ყოფნა. სულ მეუბნებოდა რა ბედნიერი იქნებოდა ყოველ დღე “პონტში” რომ ყოფილიყო დაქალებთან ერთად, ამისთვის კი სამსახური ჭირდებოდა და 700 ლარი ხელფასი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვცდილობდი ამ თემაზე გველაპარაკა, მას ყოველთვის ასე წარმოედგინა მისთვის იდეალური მდგომარეობა.

ზოგისთვის ბედნიერება მისი ოჯახი და შვილებია. მაგალითად როცა სოფლებში დავდივარ სიხარულით ვივსები, როცა მრავალრიცხოვან ოჯახებს ვხედავ. მათ ფოტოებს ვუღებ და ვაფიქსირებ, როგორი ბედნიერები არიან, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთი ყავთ.

ვიცნობ ისეთებსაც, რომლებიც ბედნიერებას სწავლის დროს განცდილ ემოციას უკავშირებენ. ისინი ყველაფერს გაიღებენ, რომ მცირე აუდიტორიაში მოხვდნენ, რამდენიმე სტუდენტისა და ლექტორის გარემოცვაში და იქ კონფერენცია ჩაატარონ.

ჩემთვის ბედნიერება მომენტთა ერთობლიობისგან შედგება. მაგალითად დავასკვნი, რომ ახლა ვერ ბედნიერი და ვიმახსოვრებ იმ მომენტს. ან კიდევ, ვფიქრობ რომ ასე ვიქნებოდი ბედნიერი, შემდეგ აღმოვჩნდები იმ მდგომარეობაში და კვლავ დავიმახსოვრებ იმ მომენტს. ასეთ მომენტთა ერთობლიობა ქმნის ჯაჭვს, რომელიც ვცდილობ ცხოვრების ბნელ დღეებს შემოვახვიო. მაგალითად როცა ზღვის ნაპირზე ვიწექი და მზისგან დამწვარ ზურგზე ნიავი მიბერავდა, თან ზღვას ვუყურებდი, სახე მის სახეზე მედო და მის სუნს ვგრძნობდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს იყო ბედნიერება. შემდეგ მასაც ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და შევპირდი, რომ აუცილებლად დავიმახსოვრებდი ამ მომენტს.

ზოგადად, მე ბედნიერებას საკუთარი თავის რეალიზების უნართან ვაკავშირებ. მოკლედ რომ ვთქვა, “მინდა ვაკეთო ის, რაც მიყვარს,  მასთან ვინც მიყვარს”. აი ამ წინადადებაში ვხედავ მე ამ ყველაფრის არსს.

ადამიანი, რომელიც გულწრფელად ეძებს, აუცილებლად იპოვნის ბედნიერებას. მთავარია ის კარგად მოძებნოს. ბედნიერება ყოველდღიურობაშია და ზოგჯერ ის, იმდენად ახლოსაა, რომ ვერც კი ვამჩნევთ ისე ჩაგვივლის.

Advertisements

2 thoughts on “რა არის ბედნიერება?

  1. ბედნიერება მაშინ მოგვიკაკუნებსს როცაა სულლ არ ველით ისს ისეთ რაგაცეებში იმალებაა რაშიც ვერც კი წარმოვიდგენთ , ზოგიიი ბედნიერებისს ძიებაშიი უსასრულობაში იკარგება და ბოლოს ბედნიერების მეტს ყველაფერსსს პოულობს ამიტომ ჩემი აზრით ბედნიერებაა შორს არ უნდაა ვეძიოთ ისს ჩვენტან ახლოსაა უბრალოდ ვერ ვხედავთ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s