ჩემი სტატიები

ფიქრი, შეცდომები და აღიარებები


530745_10151133226716342_1955286041_n

დაახლოებით 15 წლის ასაკში მეგონა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე შეცდომა მქონდა დაშვებული. ეს ალბათ, გარდატეხის ასაკის ბრალი იყო. რომელიც ბევრად ადრე დამეწყო. საშინელი ბავშვი ვიყავი ამ პერდიოში. თუმცა, ახლა ეს ფაქტი მახარებს, რადგან თავისუფლად შეიძლებოდა იგივე პერიოდი 17-18 წლის ასაკში დამდგომოდა. როგორც სჩვევიათ ხოლმე ძირითადად ამ ასაკის ახალგაზრდებს. 18 წლის ასაკში ბევრად სხვა განსხვავებული თემებზე ფიქრით იყო ჩემო გონება დაკავებული. ვფიქრობ, რომ ამ დროინდელი ნააზრევი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც.

თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ის უშეცდომოა, ან რიგ საკითხებსა და სიტუაციებში ძლიერია, იმდენად, რომ ეს სიძლიერი მის სისუსტეებს ფარავს, ასეთი ადამიანი მარცხისთვის განწირულია. ჩვენ ძალიან სუსტები ვართ, იმისთვის რომ, ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იმაზე ფიქრში გავატაროთ, როგორ უნდა გაატარონ სხვებმა თავიანთი ცხოვრება. ამის ფუფუნება მხოლოდ ერთეულ ადამიანებს აქვთ. ისინი განსხვავებული ღირებულებებით ცხოვრობენ. საქმე ისაა, რომ ასე ცხოვრება მათთვის არავის მიუსჯია. ეს მათი არჩევანია. ამ ადამიანებს ფილოსოფოსებს ეძახიან.

რემარკი ამბობს: “ზღაპრული ბედნიერებაა იწვე და არაფერზე იფიქრო”. არადა მხოლოდ ამ ერთ წინადადებაზეც ძალიან დიდი ფიქრი შეიძლება. პირველ რიგში რამდენად რეალისტური და მიღწევადია არაფერზე ფიქრი? აქვს ადამიანს იმის ფუფუნება, რომ ფიქრის გარეშე იცხოვროს? მე ვფიქრობ არა. თავიდანვე აქსიომად აღვიქვათ ის, რომ ნებისმიერი ადამიანს შეუძლია ფიქრი. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ის პროფესორია, ფერმის მუშა, თუ დამლაგებელი. თუმცა ცალკე საკითხია, როგორ განსხვავდება მათი ფიქრის სფერო და დიაპაზონი. თუ პროფესორი იმაზე ფიქრობს, მეცნიერებაში რა სიახლეები ეძებოს, კვლევა ჩაატაროს და დასკვნები გააკეთოს, ფერმის მუშის საფიქრალია მიწა დროულად დაამუშაოს, კარგი მოსავალი მიიღოს, კარგად გაყიდოს, საღამოს შინ მივიდეს და ცოლს მოესიყვარულოს. რას ფიქრობს დამლაგებელი? მის ტვინში მისი სამსახური ტრიალებს, უნდა რომ სამუშაო მალე დაასრულოს და შინ წავიდეს, შეიძლება რაღაცას ნანობს კიდეც. მოკლედ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ფიქრობს. ეს ნიშნავს, იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ან არ აქვს რაიმე პროფესია, რომლითაც დაკავებულია ის, მაინც ფიქრობს. ახლა ვნახოთ, უსაქმურები რას აკეთებენ. მგონია, რომ ისინიც ფიქრობენ. ფიქრობენ, არა იმაზე რა ჭამონ, არამედ იმაზე, რომელია უფრო კარგი საჭმელი, რომელი ქალი უფრო კარგია, ან რომელი მანქანა უფრო მაგარია. ისინი არ ფიქრობენ, როგორ მოიპოვონ, საჭმელი, ქალი, ან მანქანა. თუმცა ფიქრობენ! ანუ გამოდის, რომ ფიქრის გარეშე ცხოვრება, მიუწვდომელი ფუფუნებაა.

ყველაზე დიდი შედეგი, რაც შეიძლება ადამიანმა ფიქრის დროს მიიღოს არის საკუთარი შეცდომების პოვნა. (ამას ამბობს ყველა) მაგრამ უფრო დიდი შედეგი არის საკუთარი სისუსტეების პოვნა. ანუ იმის, რის გამოც უშვებ შეცდომას. შეცდომის პოვნა დიდი ვერაფერი ხეირია, რადგან იგი უკვე მოხდა და მას ვეღარ შეცვლი. ცალკე საკითხია, რომ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. ამიტომ ჯობია იმაზე გაამახვილო ყურადღება, რა გაშვებინებს შეცდომას. რა არის, შენში ის, რაც მუდმივად ცდილობს შენს დაჩოქებას. შეიძლება ისეც, რომ მისი აღმოჩენის შემდეგ, ადამიანმა ვერ შეძლოს მისი დამარცხება, თუმცა მისთვის დიდ სიამოვნებად დარჩეს ის, რომ რასაც ეძებდა ის იპოვა.

რომ ვფიქრობ, გამოდის რომ ყველაზე მეტი სისულელე იმ ადამიანებთან ჩამიდენია ვინც ჩემს ყოველდღიურობაშია. არასოდეს მიწყენინებია მათთვის, ვინც ჩემთვის უცხოა. მათთან შეხვედრაზე წინასწარ ვფიქრობ, წინასწარ ვიცი რას ვიტყვი, რა რეაქციები მექნება და ა.შ. ამიტომ ამბობს ბევრი, რომ როდესაც უცხო გარემოში ვარ, ძალიან ცოტას ვლაპარაკობ და ძირითადად სხვას ვაკვირდები. სულ სხვანაირი ვარ, მათთან ვინც ჩემთვის ახლოა და მიყვარს. შეიძლება რამდენიმე წუთში იმდენი ცუდი რამ გავაკეთო, რომ ის ვერც მიხვდეს. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მას გული ვატკინო. მაგრამ ამ ფაქტს დადებითი მხარეც აქვს. სწორედ ამ დროს ვვარდები სინანულში და მეძლევა საკუთარი თავის უარყოფითი მხარეების დანახვა.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s