თსუ · ჩემი სტატიები

ბლოგი უნივერსიტეტის ახალი გერბის შესახებ, ტიფლისი თუ თბილისი?


logo

ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის ლოგოსთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო საზოგადოებაში დისკუსიები არ წყდება. უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა და სტუდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელი გადაერქვა. როგორც რიგითმა უნივერსიტეტელმა, მინდა ორიოდე სიტყვით მეც გამოვეხმაურო ამ საკითხს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის რომ უნივერსიტეტს აქამდე დამტკიცებული სახით გერბი არ ჰქონია. სამაგიეროდ ჰქონდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შემუშავებული ბეჭედი, რომლის ესკიზიც 1918 წლის 5 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მე-4 სხდომამ დაამტკიცა. გერბი განთავსებული იყო უნივერსიტეტის გამოცემებზე, 1922 წლიდან მოყოლებული კი მისი გამოსახულებით დამშვენებულ სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.

download

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს სიმბოლო, რომელიც შეიქმნა როგორც ბეჭედი, გამოიყენებოდა გერბად წლების განმავლობაში.

სულ მალე უნივერსიტეტი 97 წლის იუბილეს იზეიმს. გერბის დამტკიცების იდეაც სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ ხაზი გასმოდა პირველი ქართული უნივერსიტეტის სიძველეს, გამოცდილებასა და ისტორიულობას. (ცნობისთვის ეს ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რითიც ევროპული უნივერსიტეტები თავს იწონებენ)

თსუ-ს დროშა და გერბი საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიწოდებული კრიტერიუმების საფუძველზე მოამზადა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჯარო განხილვის მიზნით,  ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მომზადებული  ვარიანტები გამოქვეყნდა გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტში“, თსუ-ს ვებგვერდზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო განთავსებუილი. მახსოვს ესკიზების გამოქვეყნების პერიოდიც, როცა არაერთი სტუდენტი ჩაერთო ამ განხილვებში.

საბოლოოდ, თითქმის 1 წლის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ, (სენატმა) რომელიც შედგება ყველა ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტებისა და პროფესორებისგან, ახალი გერბი და დროშა ერთხმად დაამტკიცა.

10408117_426052150880075_3613826916429109426_n

ახალ გერბზე უცვლელია  უნივერსიტეტის პირველ ბეჭედზე ამოტვიფრული ქართულ-ლათინური წარწერა: „ტფილისის უნივერსიტეტი – Universitas Tphilisensis“, თუმცა, დატანილია უნივერსიტეტის გახსნის თარიღი „1918“.

ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ ტფილისი და არა თბილისი? შეეცვალა თუ არა უნივერსიტეტს სახელი?

უნივერსიტეტს სახელი არ შეცვლია. ტფილისი და არა თბილისი, იმიტომ რომ როცა ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი და სხვები უნივერსიტეტს აარსებდნენ, მაშინ ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს დედაქალაქს ერქვა ტფილისი. სწორედ ასე ეძახდნენ დამფუძნებლები პირველ უნივერსიტეტსაც. ეს, ასახულია უნივერსიტეტის ძველ დოკუმენტებშიც.

ამიტომ, თუ სიძველით, ისტორიითა და ტრადიციით გვინდა ვიამაყოთ, რისი საფუძველიც ნამდვილად გვაქვს, უმჯობესია გერბზე ეწეროს ის სახელი, რაც უნივერსიტეტს თავიდანვე ერქვა, ხაზი გაესვას დაარსების წელს და იმ მემკვიდრეობას რაც გვაქვს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s