თსუ · ჩემი სტატიები

ბლოგი უნივერსიტეტის ახალი გერბის შესახებ, ტიფლისი თუ თბილისი?

ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის ლოგოსთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო საზოგადოებაში დისკუსიები არ წყდება. უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა და სტუდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელი გადაერქვა. როგორც რიგითმა უნივერსიტეტელმა, მინდა ორიოდე სიტყვით მეც გამოვეხმაურო ამ საკითხს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის რომ უნივერსიტეტს აქამდე დამტკიცებული სახით გერბი არ ჰქონია. სამაგიეროდ ჰქონდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით… Continue reading ბლოგი უნივერსიტეტის ახალი გერბის შესახებ, ტიფლისი თუ თბილისი?

განათლება · თსუ · ჩემი სტატიები

აირჩიე თსუ-ს რექტორი

16 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები იმართება. დარეგისტრირებული 12 კანდიდატიდან, აკადემიური საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ერთი მათგანი უნდა აირჩიონ. გთავაზობთ გამოკითხვას, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი და ერთად ვნახოთ რამდენად დაემთხვევა თქვენი არჩევანი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას. აქვე წარმოგიდგენთ, რექტორობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომელიც გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტშია” განთავსებული. (ბმული)

განათლება · თსუ · ჩემი სტატიები

თსუში ახალი სემესტრი საპროტესტო აქციით დაიწყება

  თითქოს ერთგვარ ტრადიციად ქცეულია ინიციატივა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სემესტრის აქციით დაწყებას უკავშირდება, ხვალაც აქტუალურია. გაუმართავი ბაზები და ათასობით საგნის გარეშე სტუდენტი ახალი საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა. მიუხედავად რექტორის არაერთი დაპირებისა, რომ ბაზები მოწესრიგდებოდა, ამ სემესტრშიც ათასობით სტუდენტს საგნების არჩევისას პრობლემები შეექმნა. ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო სასურველი საგნის არჩევა, მხოლოდ იმიტომ რომ… Continue reading თსუში ახალი სემესტრი საპროტესტო აქციით დაიწყება

თსუ · ჩემი სტატიები

მეოთხე სემესტრის ინტელექტუალური ვნებები

2013 წლის 4 მარტს ჩემი სტუდენტობის მეოთხე სემესტრი დაიწყება. როცა ვამბობ მეოთხე მეთქი უცნაური გრძნობა მეუფლება, რადგან ამ დროს გავლილ 3 სემესტრზე ვფიქრობ. ძალიან მალე გავიდა ეს დრო. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად სწრაფადაც. ვერ ვიტყვი, რომ ამ დროის განმავლობაში აუარებელი ცოდნა მივიღე უნივერსიტეტში. თუმცა კმაყოფილი ვარ, იმით რაც ვისწავლე და მომავალში ცოდნის გაღრმავებასაც ვაპირებ (ყოველი… Continue reading მეოთხე სემესტრის ინტელექტუალური ვნებები